ENG GEO
რეგისტრაცია

ლიტერატურული თარგმანები


პრიორიტეტები

დაფინანსების სქემა ლიტერატურული თარგმანი კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და ერთი ევროპული ენიდან მეორე ევროპულ ენაზე თარგმნას  უჭერს მხარს. იგი პოპულარიზაციას უწევს ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელებას როგორც ევროკავშირში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

დაფინანსების სქემა ორ კატეგორიას მოიცავს:

I კატეგორიაში შედიან 2 წლიანი პროექტები, რომლის ფარგლებშიც 3-დან 10-მდე ლიტერატურული ნამუშევრის თარგმნა ხდება, შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამა პროექტის ღირებულების 50 % აფინანსებს.

II კატეგორია პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულებას და წელიწადში 5-დან 10-მდე ლიტერატურული თარგმანის შესრულებას ითვალისწინებს. სქემის ფარგლებში ფინანსდება პროექტის ღირებულების 50%.

დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს გვერდზე.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

ლიტერატურული თარგმანების კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ გამომცემლობებს. პროექტში მონაწილე ყველა აპლიკანტი კულტურისა და შემოქმედებით სექტორში უნდა მონაწილეობდეს და იურიდიულად დაფუძნებული იყოს კულტურის ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყანაში. საკონკურსო განცხადების ბოლო ვადამდე ორგანიზაცია მინიმუმ 2 წლით ადრე უნდა იყოს რეგისტრირებული.

ყველა განაცხდის წარდგენა ხდება ონლაინ რეჟიმში, განაცხადის წარსადგენად ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია დარეგისტრირებული უნდა იყოს მონაწილეთა პორტალზე და ჰქონდეს PIC ნომერი.

*ფიზიკურ პირებს განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ.

დაფინანსება

გამომცემლობას შეუძლია პროექტისათვის მოითხოვოს 100 000 ევრო, რაც უნდა წარმოადგენდეს სრული ბიუჯეტის 50%. თანადაფინანსება ერთერთი აუცილებელი პირობაა.

დაფინანსების სქემის საკვანძო ელემენტები

ნაკლებად ცნობილი ლიტერატურული ჟანრების და ავტორების ნაწარმოებების გავრცელება შერჩეულ ქვეყნებში

საზოგადოების ფართო ფენაზე მიმართული სტრატეგია

აუდიტორიის განვითარება და გაფართოება

ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება

ენობრივი შეზღუდვა

თარგმანისა და თარგმნილი ლიტერატურის ენა უნდა იყოს კულტურის ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნების ოფიციალური ენა

ლათინური ან ძველი ბერძნულიდან თარგმნა შესაძლებელია

ენა, რომელზედაც ითარგმნება ნაწარმოები უნდა იყოს მთარგმნელის მშობლიური ენა

გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსნაციონალური ფაქტორი (შესაძლებელი არ არის რომელიმე ქვეყნის ერთი ოფიციალური ენიდან ამავე ქვეყნის მეორე ოფიციალურ ენაზე თარგმნა)

* შემოქმედებითი ევროპა ნაკლებად ცნობილი ლიტერატურის გავრცელებას ისახავს მიზნად, ამდენად ნაკლებად მიზანშეწონილია ცნობილი ენებიდან: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური იტალიური, თარგმნა.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია