ENG GEO
რეგისტრაცია
თანამშრომლობის პროექტები

პრიორიტეტები

დაფინანსები სქემა თანამშრომლობის პროექტები მხარს უჭერს ნებისმიერი დარგის კულტურულ და შემომედებით  ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. ხელოვანებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.

დაფინანსების სქემა ორი კატეგორიისაგან შედგება:
 

I კატეგორია მოიცავს მცირე მასშტაბის პროექტებს

  • მინიმუმ 3 პარტნიორი 3  სხვადასხვა ქვეყნიდან

  • შესაძლებელია გრანტის მოთხოვნა 200 000 ევროს ოდენობით

  • შესაძლებელია მთლიანი ბიუჯეტის 60% დაფინანსების მოთხოვნა, საჭიროებს თანადაფინანსებას

II კატეგორია ითვალისწინებს დიდი მასშტაბის თანამშრომლობის პროექტებს

  • მინიმუმ 6 პარტნიორი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან

  • შესაძლებელია 2 მილიონი ევროს რაოდენობის გრანტის მოთხოვნა

  • გრანტის ფარგლებში შესაძლებელია მთლიანი ბიუჯეტის 50% დაფინანების მოთხოვნა, საჭიროებს თანადაფინანსებას

*დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს გვერდზე.

 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

თანამშრომლობის პროექტების კონკურსზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ორგანიზაციებს, ვიზუალური ხელოვნების,  ცეკვის, თეატრის, ლიტერატურის, პერფორმანსის, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობის, არქიტექტურის, დიზაინის, ცირკის, ფესტივალის, რეწვისა და მოდის სფეროებიდან. ასევე საგანამანათებლო, მუნიციპალურ, საქველმოქმედო დაწესებულებებსა და კომპანიებს, რომლებიც კულტურისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ.

როგორც ლიდერი, ასევე პარტნიორი აპლიკანტი უნდა მოღვაწეობდეს კულტურისა და შემოქმედებით სფეროში და წარმოადგენდეს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყანას. კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადამდე ორგანიზაციას მინიმუმ 2 წლის წინ უნდა ჰქონდეს გავლილი რეგისტრაცია.

განაცხადის წარდგენა ხდება ონლაინ რეჟიმში, პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ყველა ორგანიზაცია დარეგისტრირებული უნდა იყოს მონაწილეთა პორტალზე და ფლობდეს ე.წ. PIC ნომერს.

*ფიზიკურ პირებს განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ

*სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გზამკვლევში.


დაფინანსება
 

I კატეგორია

მცირე მასშტაბის თანამშრომლობის პროეტებისთვის შესაძლებელია 200 000 ევროს მოთხოვნა, რაც სრული ბიუჯეტის 60%  შეადგენს.

II კატეგორია

დიდი მასშტაბის თანამშრომლობის პროექტები ფინნსდება 2 მილიონი ევროთო, რაც სრული ბიუჯეტის 50 % უნდა შეადგენდეს.  

თანადაფინანსება კონკურსის ერთერთ აუცილებელ მოთხოვნას შეადგენს. პარტნიორმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ პროექტში ჩართული ორგანიზაციების თანადაფინანსების ოდენობა.

 

დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების სქემის შესახებ