ENG GEO
რეგისტრაცია

შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამა


კულტურა ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპა კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მხარდამჭერი ქვეპროგრამაა. ქვეპროგრამა ფინანსურ დახმარებას უწევს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ყველა დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

კულტურის ქვეპროგრამის პრიორიტეტებია: ტრანსნაციონალური მობილობა, აუდიტორიისა და ინსტიტუციური განვითარება, რომელიც ახალი ბიზნეს მოდელების შექმნას მოიაზრებს, დიგიტალიზაცია, ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლება.

ქვეპროგრამა დაფინანსების 4 შესაძლებობას ე.წ. დაფინანსების სქემას მოიცავს, თითოეული სქემას გააჩნია საკუთარი პრიორიტეტი, თუმცა ყველა მათგანისათვის საერთოა ზოგადი პრიორიტეტი.

2014-2020 წლებზე გათვლილი შემოქმედებითი ევროპის საერთო ბიუჯეტიდან, რომელიც 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს კულტურის ქვეპროგრამას საერთო ბიუჯეტის 31% ხმარდება.

კულტურის ქვეპროგრამა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს აუდიტორიის განვითარებას და მაყურებლის აქტიურად ჩართვას პროექტის განხორციელების პროცესში. ქვეპროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას უწევს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის დარგებს: ვიზუალური ხელოვნება, ცეკვა, თეატრი, ლიტერატურა, პერფორმანსი, მუსიკა, არქიტექტურა, დიზაინი, საცირკო ხელოვნება. ფესტივალი, კულტურული მემკვიდრეობა, მოდა და სხ.

კულტურის ქვეპროგრამა გლობალიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევის გათვალისწინებით, რომლებმაც მკვეთრად შეცვალეს კულტურის ნაწარმოების შექმნის, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის გზები, ხელს უწყობს თანამედროვე ბიზნეს მოდელებისა და შემოსავლების ახალი ფორმების დამკვიდრებას.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში. ეხმარება მათ ციფრულ სისტემაზე გადასვლის პროცესში სამუშაო ადგილის შექმნისა და კულტურის სფეროს ინტერნაციონალიზაციის მიზნით.  

დამატებითი ინფორმაცია