ENG GEO
რეგისტრაცია
დაფინანსებული პროექტები - CinéDOC - თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი

CinéDOC - თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი

20.12.2017
CinéDOC-Tbilisi International Documentary Film Festival / CinéDOC - თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი
 
  • პროექტის წარმდგენი: NOOSFERA FOUNDATION (საქართველო)
  • პროექტის დაწყების თარიღი: 11.09.2016
  • პროექტის დასრულების თარიღი: 11.09.2017
  • პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
  • პროექტი: 584195 – CREA – 1-2017 – 1 – GE- MED – FESTIVALS
  • დაფინანსება: 35, 000 ევრო
    • დაფინანსებას იღებს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში
 
პროექტის აღწერა

CinéDOC-Tbilisi 2017 მეხუთე გამოშვებაა კინოფესტივალის, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფესტივალი ხდება და კავკასიის რეგიონის დოკუმენტური კინოს ინდუსტრიის პლატფორმას წარმოადგენს.

CinéDOC-Tbilisi ერთადერთი საერთაშორისო კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და დედაქალაქში მთელი წლის განმავლობაში  მართავს კინოჩვენებებს CinéDOC – on Tour. ახალგაზრდა აუდიტორიისათვის ფესტივალის მიმდინარეობისა და მის შემდეგ პერიოდში ეწყობა ჩვენებები CinéDOC-Young. ფესტივალის 2017 წლის გამოშვება 4 საკონკურსო სექციას მოიცავდა: საერთაშორისო კონკურსი, CivilDOC, რეგიონალური კონკურსი ფოკუსი კავკასია და კონკურსი ახალგაზრდა აუდიტორიისათვის - CinéDOC – Young.  

ფესტივალი საქართველოში მდებარე ფრანგულ ინსტიტუთან თანმშრომლობით  ორგანიზებას უწევს ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენებას. ხოლო თბილისის გოეთეს ინსტუტუთან პარტნიორობით მართავს გერმანული დოკუმენტური ფილმებს ჩვენებებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

CinéDOc Tbilisi ინდუსტრიული პროგრამა მოიცავს: მასტერკლასებს, ინდუსტრიულ შეხვედრებს და ორ ფიჩინგს. ფესტივალი აუდიტორიასთან მუშაობის აქტოვობების ინტენსიურობის გაზრდის მიზნით ევროპის სხვა ფესტივალებთან ერთად სამომავლოდ გეგმავს ტრენინგებისა და აუდიტორიის განვითარების პროექტებს. CinéDOC Tbilisi 2016 გამოშვება აუდიტორიასთან მუშაობის თვალსაზრისით წინა წლებზე გაცილებით ეფექტური იყო, სწორი რეკლამა და კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან და პარტნიორებთან, საჯარო პირებთან, საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან და ა.შ.   

ფესტივალი სამიზნე აუდიტორიასთან ინტენსიური კომუნიკაციის მიზნით  უნივერსიტეტებთან ერთად გეგმავს სტუდენტების შერჩევას სტუდენტური ჟიურისათვის და სპეციალური პროგრამის შემუშავებას რეგიონალური კოორდინატორებისათვის.  CinéDOC Tbilisi  აპირებს ღია ცის ქვეშ ჩვენებების ორგანიზებას ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად. ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას სხვა ფესტივალებთან ერთად.