ENG GEO
რეგისტრაცია
დაფინანსებული პროექტები - European Theatre Lab: Drama Goes Digital / დრამა ციფრული ხდება

European Theatre Lab: Drama Goes Digital / დრამა ციფრული ხდება

20.12.2017
European Theatre Lab: Drama Goes Digital/ დრამა ციფრული ხდება
 
  • პროექტის ლიდერი პარტნიორი - Convention Theatrale Europeene (საფრანგეთი)
  • პარტნიორი საქართველოდან - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • პროექტის დაწყების თარიღი:  01.10.2016
  • პროექტის დასრულების თარიღი:  30.09.2018
  • პროექტის ხანგრძლივობა:  24 თვე
  • პროექტი: 570518 – CREA – l – 2016 – l – FR-CULT-COOP I
  • დაფინანსება:  200, 000 ევრო

 
პროექტის აღწერა

ევროპული თეატრის ლაბორატორია (ევროპული თეატრის კონვენცია/საფრ.გერ.): დრამა ციფრული ხდება

პირველი ევროპული პროექტია, რომელიც მომავლის ვირტუალური თეატრის გააზრებაზეა ორიენტირებული. პროექტის მონაწილე წამყვანი ევროპული თეატრები და მეცნიერები  ერთობლივად ცდილობენ  ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ონლაინსა და ევროპულ სცენებზე.

მთელ ევროპაში თანამშრომლობის გზით, ევროპული თეატრის ლაბორატორია ანვითარებს ღია ლაბორატორიებს თეატრის ესთეტიკის, მაყურებლის ჩართულობისა და კომუნიკაციის გავრცელების კვლევის მიზნით.

ევროპული თეატრის ლაბორტორია ღია ლაბორტორიების, პერფორმანსის, ფესტივალისა და კონფერენციების მეშვეობით ცდილობს ევროპის სახელმწიფო თეატრების ციფრული სტრატეგიის შემუშავებას, ონლაინის გამოყენებით ახალი მაყურებლისათვის თეატრის სიცოცხლისუნარიანობისა და უშუალობის გაზიარებას.

პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, რომელიც  ორი წელზეა გათვლილი (10/2016 – 9/2018) ევროპული თეატრის ლაბორატორია ანხორციელებს მთელ რიგ აქტივობებს, რომელთა მთავარ მიზანს მაყურებელთა ფართო სპექტრზე მაქსიმალური ზეგავლენის მოხდენა, მათი თეატრით დაინტერესება, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების ზრდა, დინამიურობის გაფართოება და ციფრული ინოვაციების საშუალებით მოსახლეობის ახალი ჯგუფების მოზიდვა წარმოადგენს.

პროექტის აქტივობებში შედის: 7 ღია ლაბორატორია, 3 შემოქმედებითი თანამშრომლობის პროექტი, 2 კვლევითი კონფერენცია, 1 ვირტუალური ლაბორატორიის პლათფორმა, ერთი ფინალური showcase, 1 ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია  ევროპის მასშტაბით.  

ევროპული თეატრის ლაბორატორია ევროკავშირის ევროპული თეატრების კონვენციასა (ETC) და 6 ევროპულ სახელმწიფო სარეპერტუარო თეატრებს შორის პარტნიორობაა, რომელსაც ჰყავს მეცნიერების, ტექნოლოგების, მედიის, საშემსრულებლო ხელოვნების ექსპერტებისგან შემდგარი მრჩეველთა   საბჭო.

პროექტი თეატრალური საზოგადოების ფარგლებს სცდება და შემოქმედებითი, ბიზნესისა და პოლიტიკური სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან  საჯარო-კერძო პარტნიორობას ისახავს მიზნად. ევროპული თეატრის ლაბორატორია, როგორც ევროპული პროექტი, რომელიც თეატრის სექტორს მიღმა ციფრული პროგრესის მმართველი ხდება შემოქმედებით სექტორში ზეგავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზეც ახდენს. გარდა ამისა იგი ევროპის მდიდარ თეატრალურ ტრადიციას ანახლებს და ახალ აუდიტორის აზიარებს ამ ტრადიციებს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.