ENG GEO
რეგისტრაცია
დაფინანსებული პროექტები - Magic Carpets / ჯადოსნური ხალიჩა

Magic Carpets / ჯადოსნური ხალიჩა

20.12.2017
Magic Carpets / ჯადოსნური ხალიჩა
 
  • პროექტის ლიდერი: Viesoji Istaiga Kauni Bienale (ლიტვა)
  • პარტნიორი საქართველოდან: CCA Tbilisi / თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი (საქართველო)
  • პროექტი: 591511-CREA-1-2017-1-LT-CULT-PLAT
  • დაფინანსება: 500 000 ევრო


პროექტის აღწერა

პლატფორმა ჯადოსნური ხალიჩა, რომლებიც  ევროპის 13 სხვადასხვა კუთხის პარტნიორობითაა შექმნილი, მიზნად ისახავს ახალბედა ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერასა და წარმოჩენას აუდიტორიის განვითარების სტრატეგიის და საერთაშორისო კულტურული აქტივობების სტიმულაციის მიზნით.

პლატფორმა ახალბედა საერთაშორისო ხელოვანებს და კულტურის პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს ერთობლივად იმუშაონ ადგილობრივ თემებთან, რეზიდენციის ფორმით, იკვლიონ ლოკალური კონტექსტი ჯადოსნური ხალიჩის ფართო კონცეფციის გამოყენებით, რომელიც მოგზაურობისა და ნომადობის ხანგრძლივ ტრადიციას გულისხმობს. ხელოვანები და შემომქმედები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პირველ რიგში უკვე არსებული ფესტივალები, ახლებურად იაზრებენ თავიანთ აქტივობებს თანამედროვე აუდიტორიის კონტექსტის გათვლისწინებით. ამყარებენ გრძელვადიანი ურთიერთობებს სოციალური და ციფრული ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით. და აფასებენ როგორ არის შესაძლებელი სახელოვნებო პროცესები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გახდეს  ინსპირაცია, გააუმჯობესოს ევროპული ქალაქებისა და რეგიონების სათემო თანაცხოვრება. ვორკშოფების, რეზიდენციების, გამოფენების, შეფასების და მონიტორინგის, ონლაინ პლატფორმის, აქტიური კომუნიკაციის და ბრენდული აქტივობების მეშვეობით პლატფორმა მიზნად ისახავს გახდეს ევროპული ხარისხის ბრენდი თანამედროვე ახალბედა ხელოვანებისა და თემებისათვის ევროპაში. პლატფორმა აფუძნებს ევროპულ სათემო ჯილდოს CO-CREATE & COMPREHEND.

ჯილდო გადაეცემა პროექტებს, რომლის მონაწილე თემებიც ღიად აზიარებენ საკუთარ ისტორიებს, რესურსებსა და უნარებს ხელოვანებთან და კულტურის პროფესიონალებთან ერთად უკეთესი კულტურული, ემოციური და შესაბამისად, გაუმჯობესებული სოციალური გარემოსათვის. სახელოვნებო, ადგილობრივი თემების, გეოგრაფიულად დაბალანსებული მონაწილეების და აუდიტორიის მიერ ევროპული ღირებულებების გააზრებით პლატფორმა საკუთარ წვლილს შეიტანს ევროპის დღევანდელ გამოწვევების გადაჭრაში, რაც გულისხმობს კულტურის ძალის გამოყენებას კულტურათაშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისათვის.