ENG GEO
რეგისტრაცია
დაფინანსებული პროექტები - Mosaique de la litterature Europeenne / ევროპული ლიტერატურის მოზაიკა

Mosaique de la litterature Europeenne / ევროპული ლიტერატურის მოზაიკა

20.12.2017
Mosaique de la litterature Europeenne / ევროპული ლიტერატურის მოზაიკა
 
  • პროექტის წარმდგენი: გამომცემლობა აგორა (საქართველო)
 
  • პროექტის დაწყების თარიღი: 16.01.2017
 
  • პროექტის დასრულების თარიღი: 28.12.2018
 
  • პროექტის ხანგრძლივობა: 23 თვე
 
  • პროექტი: 578793–CREA-1-2016-I-GE-CULT-LITI
 
  • დაფინანსება: 55,301.65 ევრო

 
პროექტის აღწერა

გამომცემლობა აგორა 10 წლიანი საგამომცემლო საქმიანობის მანძილზე ყოველთვის დიდი ფრანგი ავტორების გამოცემაზე მუშაობდა. გამომცემლობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა გაეფართოებინა ლიტერატურული თარგმანის დიაპაზონი და  ქართულ ენაზე სხვა ევროპული ქვეყნების ლიტერატული თარგმანები განეხორციელებინა. პროგრამის, შემოქმედებითი ევროპა მოცემული შესაძლებლობების გამოყენებით გამომცემლობამ თარგმანის უფლებების მოპოვების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებთან, მათი მნიშვნელოვანი ავტორებზე თარგმნის მიზნით, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ლიტერატურა აგორას  კატალოგში არ იყო, მათ შორის: ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, იტალია.

ნაწარმოებებს შორის ოთხი ისეთი რომანი შეირჩა, რომლებიც ევროკავშირის ლიტერატურის პრიზით იყვნენ დაჯილდოებული. საფრანგეთთან, ბელგიასთან და თურქეთთან ერთად ამ არჩევანმა გამომცემლობას შესაძებლობა მისცა ქართველი მკითხველებისთვის XX და XXI საუკუნეების ევროპული ლიტერატურის მოზაიკა შეეთავაზებინ. პროექტისათვის არჩეული თოთოეული ნაწარმოები  საკუთარი ქვეყნის ლიტერატურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ბევრს ყვება საკუთარი ყვეყნის შესახებ. 6 რომანთან ერთად პროექტისათვის ფრანგი ავტორის დანიელ პენაკის 4 საბავშვო წიგნიც შეირჩა, რომელსაც ბავშვებთან ერთად დიდებიც სიამოვნებით კითხულობენ. ქართველი ბავშვები არ არიან განებივრებულები საბავშვო რომანების ჟანრით.  პენაკის საინტერესო ისტორიები ბავშვებზე, რომელთა ბებია და ბაბუა საფრანგეთში ჩასული საბჭოეთა ემიგრანტები არიან ქართველ ბავშვებსაც ძალიან მოეწონებთ. პროექტის მიზანია, მკითხველთა ფართო სპექტრის, სხვადასხვა ლიტერატურული გემოვნების, როგორც ზრდასრულებულების, ასევე მოზარდების ევროპული ლიტერატურით დაინტერესება.