ENG GEO
რეგისტრაცია
  • გამოცხადდა კინოგანათლების დაფინანსების კონკურსი 2018

    გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის კინოგანათლების დაფინანსების 2018 წლის კონკურსი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 1 მარტი, 2018 12:00 საათი ბრიუსელის დროით. 
  • კონკურსი BECC 2018 ხიდი ევროპული კულტურის ცენტრების შორის

    კულტურის მენეჯმენტი და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, წვდომისა და მონაწილეობის  გაზრდის მიზნით.  BECC ხიდი ევროპული კულტურის ცენტრებს შორის არის ევროპული კულტურის ცენტრების ქსელის (ENCC) ტრენინგ პროგრამა, რომელიც კულტურის ცენტრების თანამშრომლების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამის მიზანი არის კულტურის ცენტრების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საერთაშორისო სამსახურეობრივი გამოცდილების ხელშეწყობა. 
  • საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებული კონკურსების შესახებ

    ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპა ფარგლებში გამოცხადდა 2 კონკურსი - კულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტები და მედია ქვეპროგრამის კინოფესტივალების მხარდაჭერა
  • ქართული კინოს ფორუმი

    2017 წლის 04-07 ოქტომბერს, ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკის,  სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და კომპანია არქტურის  მხარდაჭერით  ბაკურიანში  ქართული კინოს I ფორუმი გაიმართა. 
  • გამოცხადდა კინოფესტივალების დაფინანსების კონკურსი

    გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის კინოფესტივალების დაფინანსების 2018 წლის კონკურსი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 23 ნოემბერი 12.00 საათი ბრიუსელის დროით (აქტივობებისთვის -  01.05.2018 - 31.10.2018) განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 26 აპრილი 12 საათი ბრიუსელის დროით (აქტივობებისთვის - 01.11.2018- 30.04.2019)
  • გამოცხადდა თანამშრომლობის პროექტების კონკურსი

    გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტების კონკურსი.  განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების პროექტებისთვის არის 2017 წლის 22 ნოემბერი, ხოლო თანამშრომლობის პროექტების მიმართულებით - 2018 წლის 18 იანვარი
  • ანიმაციის სემინარი

    ლუბლიანას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ანიმაციის სემინარი ანიმაციის პროდიუსერებისთვის.
  • ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი/ ევროპა ნოსტრას ჯილდოს

    ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი/ ევროპა ნოსტრას ჯილდო - აცხადებ განაცხადების მიღებას ყოველწლიური კონკურსისთვის. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის - 2017 წლის 1 ოქტომბერი