ENG GEO
რეგისტრაცია
კინოგანათლება

პრიორიტეტები

  • ევროპული აუდიოვიზუალური სექტორისადმი  ინტერესის გაღვივება, ევროპულ კინო პროდუქციასთან წვდომის გაუმჯობესება
  • აუდიტორიის  განვითარების ხელშეწყობა
*დეტალური ინფორმაცია კინოგანათლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს ვებგვერდზე


მედია ქვეპროგრამა აფინანსებს აქტივობებს

რომლებიც მაყურებლის კინოკომპეტენციის ამაღლებისა და ევროპული აუდიოვიზუალური სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას უწყობენ ხელს  

ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესს აღვივებენ აუდიოვიზუალური და კინემატოგრაფიული მემკვიდრეობისადმი

პოპულარიზაციას უწევენ ევროპულ და საერთაშორისო კინოპროდუქციას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას ევროპის ქვეყნებში  
 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

განმცხადებელი უნდა იყოს პროექტის ლიდერი, პროექტში უნდა მონაწილებდნენ სულ ცოტა ორი პარტნიორი მაინც, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ  პირებს ევროპული ქვეყნებიდან

განაცხადის შეტანა შეუძლიათ მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნების კერძო არაკომერციულ ორგანიზაციებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და კავშირებს,  ფონდებს, ქალაქებს/კომუნებს

დაფინანსებაზე განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია

განაცხადის პროექტი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით იყოს ინოვაციური და ხელს უწყობდეს ევროპაში კინოგანათლების გაძლიერებასა და სრულყოფას  

პროექტი ითვალისწინებდეს ევროპული ფილმების და აუდიოვიზუალური პროდუქციის განათლების მიზნით  გამოყენებას

პროექტს სჭირდება სულ ცოტა 3 პარტნიორი (პროექტის ლიდერი + 2 პარტნიორი), რომელთაგან 2 კინოგანათლების სფეროში უნდა მოღვაწეობდეს. ამასთანავე პროექტში მონაწილეები  სხ.და სხ. ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ და 3 სხვადასხვა ენას წარმოადგენდნენ. 

ღონისძიებები  პროექტის ფარგლებში უნდა გრძელდებოდეს 24 თვის განმავლობაში.

დაფინანსება

პროექტებისათვის წელიწადში 2 მილიონი ევრო გამოიყოფა.

გამარჯვებული პროექტები შემოქმედებითი ევროპის მხრიდან 60 % ფინანსდება.

დაფინანსებაზე განაცხადის შესატანად უნდა შეივსოს ონლაინ ფორმულარი (e Form). ყველა საჭირო საბუთის გადაგზავნა ხდება ონლიაინ რეჟიმში.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია