ENG GEO
რეგისტრაცია
კინოგანთლება

დაფინანსების სქემის პრიორიტეტები

  • ევროპული აუდიოვიზუალური სექტორისადმი  ინტერესის გაღვივება,  კინო პროდუქციასთან წვდომის გაუმჯობესება

  • აუდიტორიის  განვითარების ხელშეწყობა

 

მედია ქვეპროგრამა აფინანსებს აქტიურობებს

  • რომლებიც მაყურებლის კინოკომპეტენციის ამაღლებისა და ევროპული აუდიოვიზუალური სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას უწყობენ ხელს  

  • ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესს აღვივებენ აუდიოვიზუალური და კინემატოგრაფიული მემკვიდრეობისადმი

  • პოპულარიზაციას უწევენ ევროპულ და საერთაშორისო კინოპროდუქციას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას ევროპის ქვეყნებში  

 

ვის შეუძლია დაფინანსებაზე განაცხადის შეტანა

  • განმცხადებელი უნდა იყოს პროექტის ლიდერი, პროექტში უნდა მონაწილებდნენ სულ ცოტა ორი პარტნიორი მაინც, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ  პირებს ევროპული ქვეყნებიდან

  • განაცხადის შეტანა შეუძლიათ მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნების კერძო არაკომერციულ ორგანიზაციებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და კავშირებს,  ფონდებს, ქალაქებს/კომუნებს

  

დაფინანსებაზე განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია

  • განაცხადის პროექტი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით იყოს ინოვაციური და ხელს უწყობდეს ევროპაში კინოგანათლების გაძლიერებასა და სრულყოფას  

  • პროექტი ითვალისწინებდეს ევროპული ფილმების და აუდიოვიზუალური პროდუქციის განათლების მიზნით  გამოყენებას

  • პროექტს სჭირდება სულ ცოტა 3 პარტნიორი (პროექტის ლიდერი + 2 პარტნიორი), რომელთაგან 2 მონაწილე კინოგანათლების სფეროში მოღვაწეობს. ამასთანავე პროექტში მონაწილეები  სხ.და სხ. ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ და 3 სხვადასხვა ენას წარმოადგენდნენ.  

  • ღონისძიებები  პროექტის ფარგლებში უნდა გრძელდებოდეს 24 თვის განმავლობაში.

 

პროექტის დაფინანსება

პროექტებისათვის წელიწადში 2 მილიონი ევრო გამოიყოფა.

გამარჯვებული პროექტები ევროპული საბჭოს მხრიდან 60 % ფინანსდება.

დაფინანსებაზე განაცხადის შესატანად უნდა შეივსოს ონლაინ ფორმულარი (e Form). ყველა საჭირო საბუთის გადაგზავნა ხდება ონლიაინ რეჟიმში.

იხილეთ სრული ინფორმაცია