ENG GEO
რეგისტრაცია
ტრენინგები

დაფინანსების სქემის მიზანი

  • განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები

  • აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიული პოტენციალის გაძლიერება

  • კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა პროფესიული სრულყოფის მიზნით

  • პროფესიონალთა ევროპულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტეგრაციის შესაძლებლობლების გაზრდა

  • ბაზარზე და აუდიტორიასთან წვდომადობის გაძლიერება

  • პროფესიული ქსელის ე.წ. Networking  გაფართოება, მედია ინდუსტიაში უკეთესი ჩართულობის მიზნით

  • ახალი ინდუსტრიული ბიზნეს მოდელების დანერგვა

  • ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებაში მხარდაჭერა

  • წარმოების ახალი ფორმების ათვისებაში ხელშეწყობა

  • ახალი ბიზნეს მოდელებისა და დაფინანსების წყაროების, კომერციული მენეჯმენტის ხელშეწყობა

  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგროვილი ცოდნის გავრცობა, ურთიერთკავშირების გაღრმავება

 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

ტრენინგების დაფინასების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ  მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნებში არსებულ შემოქმედებით არაკომერციულ ორგანიზაციებს,  ფონდებს, კინოსა და ტელევიზიის უმაღლეს სკოლებს, უნივერსიტეტებს, კინო და აუდიოვიზუალურ სტუდიებს, კინო და აუდიოვიზუალურ ინსტიტუციებს

*ასევე შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში ე.წ. MEDIA Training, აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს პირადად შეუძლიათ გააგზავნოთ განაცხადი

რა სახის ტრენინგები ფინანსდება

  • ტრენინგები პროდიუსერებისთვის

  • ტრენინგები კინორეჟისორებისათვის

  • ტრენინგები სცენარისტებისათვის

  • ტრენინგები სცენარის რედაქტორებისათვის

  • დისტიბუტორთა ტრენინგები

  • ტრენინგები გაყიდვის აგენტებისათვის

  • ტრენინგები ახალი მედიების პროვაიდერებისათვის

  • ტრენინგები ანიმაციური ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის

  • ტრენინგები პოსტ პროდუქციის სტუდიებისათვის

  • ტრენინგები საბანკო სექტორის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობენ


ფინანსდება შემდეგი სექტორები

  • მულტიმედია
  • კომპიუტერული თამაშები
  • ინტერნეტმაუწყებლობა
  • დოკუმენტური კინოპროექტები
  • სპეცეფქტები
  • პროდიუსინგი

იხილეთ სრული ინფორმაცია