ENG GEO
რეგისტრაცია
შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამა 

მედია ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპა აუდიოვიზუალური სექტორის მხარდამჭერი ქვეპროგრამაა. ქვეპროგრამა ფინანსურ დახმარებას უწევს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარებას, წარმოებას, დისტრიბუციას, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და პოპულარიზაციას.

მედია ქვეპროგრამის მიზანია კინოსა და აუდიოვიზუალური დარგის სპეციალისტთა პროფესიონალიზმის ამაღლება, სამუშაო ადგილების შექმნა სექტორის წარმომადგენლებისათვის, ევროპულ და საერთაშორისო კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის  სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე ზრუნვა.

2014-2020 წლებზე გათვლილი შემოქმედებითი ევროპის  საერთო  ბიუჯეტიდან, რომელიც 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს მედეა ქვეპროგრამის დაფინანსებას ხმარდება საერთო ბიუჯეტის 56%.

მედია, როგორც ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის ხელშემწყობი ქვეპროგრამა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ევროპული კინოს წარმოებას,  გაქირავებასა და მაყურებელში  მათ პოპულარიზაციას.

ქვეპროგრმა ფინანსურად ეხმარება გაქირავების იმ სააგენტოებს, რომლებიც მაყურებელთან ევროპული კინოპროდუქციის პოპულარიზაციას ეწევიან და რომელთა პროგრამები ევროპული ფილმების ჩვენებაზე აკეთებენ აქცენტს.

მედია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო დისტიბუციას. ე.წ. გაქირავების ავტომატური მხარდაჭერის ფარგლებში ევროპული ფილმების ჩვენებიდან შემოსული თანხა გაქირავებას უკან უბრუნდება, კინოპოდუქციის წარმოებაში მისი რეინვესტირების მიზნით.  

ქვეპროგრამა აფინანსებს კინოფესტივალებს, ასევე კინობაზრობებს და ევროპული ფილმების პრომოუშენს სხვადასხვა  ევროპულ კინოფესტივალებზე.

მედია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალთა, პროდიუსერების, რეჟისორების, სცენარისტების, დისტრიბუტორების, გაქირავების აგენტების, ვიდეო თამაშების და ა.შ. სპეციალისტთა კვალიფიცირებას სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით.

აფინანსებს კინო და სატელევიზიო პროექტებს, კოპროდუქციებს, ახალი მედიებისა და ვიდეო თამაშების პროექტებს.  

დეტალური ინფორმაცია ქვეპროგრამის შესახებ