ENG GEO
რეგისტრაცია
წვდომა ბაზრებზე

დაფინანსების სქემის მიზანი

ევროპული კინო და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისათვის ბაზრებთან წვდომის პირობების გაუმრჯობესება. ინფორმაციის წვდომადობისა და მისი ურთიერთგაზიარების შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა. სხვადასხვა კინობაზრობების, პროფესიული შეხვედრების, ფორუმებისა  და მონაცემთა ბაზის მეშვეობით კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური პროდუქტის  მონაცემთა ბაზის სრულყოფა. ევროპული კინო და აუდივიზუალური ინდუსტრიის ონლაინ პლატფორმის შექმნა.


პრიორიტეტები

  • აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალთა კომპენტენციისა და კვლიფიკაციის  ამაღლება

  • მონაცემთა ბაზის შექმნა ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების მიზნით

  • ერთობლივი ცოდნის გამოყენების ინიცირება ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში

  • საერთაშორისო და ევროპულ ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა

  • ხელსაყრელი პირობების შექმნა კოპროდუქციისათვის

  • ხელსაყრელი პირობების შექმნა ევროპული ფილმებისა და აუდიოვიზუალური პროდუქციის გავრცელებისთვის ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე

  • პროფესიონალთა შორის ინფორმაციის წვდომადობის, მისი გავრცელებისა და გაცვლის შესაძლებლობათა გაუმრჯობესება

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნებში არსებულ

  • საჯარო ორგანიზაციებს
  • კინო და აუდიოვიზუალური სექტორის კერძო არაკომერციულ ორგანიზაციებს
  • შემოქმედებით ორგანიზაციებს
  • ფონდებს

ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად დაფინანსების სქემაში  მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატ ქვეყნებს, პოტენციურ კანდიდატებს, შვეიცარიის კანტონებს, რომელთაც რომელიმე ზემოთ დასახელებულ ქვეყანასთან ურთიერთთანმშრომლობის  ხელშეკრულება აქვთ დადებული.

დაფინანსების სქემაში ასევე მონაწილეობენ ევროპის მეზობელი ქვეყნები. ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს შემოქმედებითი ევროპის  მოთხოვნებს, სქემა ღიაა  ურთიერთთანამშრომლობისათვის.

დაფინანების სქემამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიური თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან პროგრამის მონაწილეები, მაგრამ თანამშრომლობენ ევროპის საბჭოს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ორგანიზაციებთან, ეკონომიური ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციებთან, UNESCO  და Wordl Intellectual Property ორგანიზაციებთან.

*ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ დაფინანების მოთხოვნით განაცხადის შეტანა
იხილეთ სრული ინფორმაცია