ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი ტრენინგები 2018

გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი ტრენინგები 2018

05.02.2018
გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის დაფინანსების კონკურსი ტრენინგები 2018

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 აპრილი, 12. 00 სთ. ბრიუსელის დროით.
 


დაფინანსების სქემის მიზანია
  • კინო და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები
  •  სექტორის პროფესიული პოტენციალის გაძლიერება
  • კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა პროფესიული სრულყოფის მიზნით
  • პროფესიონალთა ევროპულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდა
  • ბაზარზე და აუდიტორიასთან წვდომის გაძლიერება
  • პროფესიული ქსელის ე.წ. Networking  გაფართოება, მედია ინდუსტრიაში უკეთესი ჩართულობის მიზნით
  • ახალი ინდუსტრიული ბიზნეს მოდელების დანერგვა
  • ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავების მხარდაჭერა
  • წარმოების ახალი ფორმების ათვისების ხელშეწყობა
  • ახალი ბიზნეს მოდელებისა და დაფინანსების წყაროების, კომერციული მენეჯმენტის ხელშეწყობა
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული ცოდნის გავრცელება, ურთიერთკავშირების გაღრმავება
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა
ტრენინგების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ  მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნებში არსებულ შემოქმედებით არაკომერციულ ორგანიზაციებს,  ფონდებს, კინოსა და ტელევიზიის უმაღლეს სკოლებს, უნივერსიტეტებს, კინო და აუდიოვიზუალურ სტუდიებს, კინო და აუდიოვიზუალურ ინსტიტუციებს

*ასევე, შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში ე.წ. MEDIA Training, აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს პირადად შეუძლიათ გააგზავნოთ განაცხადი

რა სახის ტრენინგები ფინანსდება
  • ტრენინგები პროდიუსერებისთვის
  • ტრენინგები კინორეჟისორებისთვის
  • ტრენინგები სცენარისტებისათვის
  • ტრენინგები სცენარის რედაქტორებისათვის
  • დისტიბუტორთა ტრენინგები
  • ტრენინგები გაყიდვის აგენტებისათვის
  • ტრენინგები ახალი მედიების პროვაიდერებისთვის
  • ტრენინგები ანიმაციური ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის
  • ტრენინგები პოსტ პროდუქციის სტუდიებისათვის
  • ტრენინგები საბანკო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობენ
შეფასების კრიტერიუმები
  • პროექტის რელევანტობა და ევროპული ღირებულება
  • პროექტის შინაარსი და აქტივობები
  • პროექტის გამჭვირვალობა, ქმედითუნარიანობა, მდგრადობა
  • პროექტში დაკავებული ჯგუფის კვალიფიკაცია
ბიუჯეტი - 7,5  მილიონი ევრო
დაფინანსება
პროექტის ღირებულების 60 % ევროპის მასშტაბით
პროექტის ღირებულების 80 % ევროპის გარეთ

სრული ინფორმაცია დაფინანსების სქემის შესახებ