ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადდა კინოგანათლების დაფინანსების კონკურსი 2018

გამოცხადდა კინოგანათლების დაფინანსების კონკურსი 2018

16.11.2017
დაფინანსების  სქემის პრიორიტეტები
ევროპული აუდიოვიზუალური სექტორისადმი ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესის გაღვივება
კინო პროდუქციასთან წვდომის გაუმრჯობესება
აუდიტორიის  განვითარების ხელშეწყობა 


მედია  ქვეპროგრამა აფინანსებს აქტივობებს
  • მაყურებლის კინო-კომპეტენციის ამაღლებისა და ევროპული აუდიოვიზუალური სფეროს მიმართ ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესის გაღრმავების მიზნით
  • აუდიოვიზუალური და კინემატოგრაფიული მემკვიდრეობისადმი ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესის გაზრდისადმი მიმართულ აქტივობებს
  • ევროპის ქვეყნებში  ევროპული და საერთაშორისო კინოპროდუქციის გავრცელების და პოპულარიზაციისდმი მიმართულ აქტივობებს   
ვის შეუძლია დაფინანსებაზე განაცხადის შეტანა
განმცხადებელი უნდა იყოს პროექტის ლიდერი, პროექტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 2 ევროპელი პარტნიორი - რომლებიც იურიდიულ პირს წარმოადგენენგანაცხადის შეტანა შეუძლია მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნიდან: კერძო არაკომერციულ ორგანიზაციას, შემოქმედებით ორგანიზაციას, კავშირს,  ფონდს, ქალაქს/კომუნას  

დაფინანსებაზე განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია
  • პროექტი, სასურველია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით შეიცავდეს ინოვაციურ ელემენტებს
  • ხელს უწყობდეს ევროპაში კინოგანათლების პოპულარიზაციასა და გავრცელებას
  • პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს ევროპული ფილმების და აუდიოვიზუალური პროდუქციის განათლების მიზნით  გამოყენებას
  • პროექტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 3 პარტნიორი (პროექტის ლიდერი + 2 პარტნიორი), მათგან 2 მონაწილე კინოგანათლების სფეროში უნდა მოღვაწეობდეს. ამასთან, პროექტში ჩართულები უნდა იყვნენ სხვადასხვა  ქვეყნის მოქალაქეები და წარმოადგენდნენ 3 განსხვავებულ  ენას 
  • ღონისძიებები  პროექტის ფარგლებში უნდა გრძელდებოდეს  24 თვის განმავლობაში 
  
პროექტების შერჩევის კრიტერიუმები
  • პროექტის რელევანტობა, ხელმისაწვდომობის ხარისხიამ კრიტერიუმით ფასდება პროექტის ევროპული განზომილება და ახალგაზრდა აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა
  • აქტიურობათა ხარისხი პროექტის მეთოდიკა, ფორმატი, მიზნობრივი ჯგუფები, პედაგოგიური მეთოდიკის არჩევანი, პროექტის ქმედითობა, ხარჯთაღრიცხვა. ასევე პროექტის ინოვაციური ასპექტები ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული გამოყენების თვალსაზრისით
  • პროექტის შედეგების არეალი, ქმედითობაამ კრიტერიუმით ფასდება პროექტის ევროპული აუდიოვიზუალური პროდუქციისადმი ახალგაზრდ მაყურებელში  ინტერესის გაღვივების ხარისხი, პროექტის ზეგავლენა ევროპული აუდიოვიზუალური ნამუშევრების პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე
  • პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ხარისხიპატნიორებს შორის ცოდნის ურთიერთგაცვლის ხარისხი და ღონისძიებათა მიზნობრიობის შეფასება.
 
ბიუჯეტი -  2 მილიონი ევრო
პროექტის ხანგრძლივობა - 2 წელი
დაფინანსება - პროექტის ღირებულების 60 %

 
იხილეთ სრული ინფორმაცია