ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადებულია კინოფესტივალების დაფინანსების კონკურსი

გამოცხადებულია კინოფესტივალების დაფინანსების კონკურსი

13.04.2018
შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის დაფინანსების კონკურსი კინოფესტივალი ღიაა კონკურსანტებისათვის, კონკურსზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 აპრილი.  

დაფინანსების კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ ფესტივალებს, რომლებიც 2018 წლის 1 ნოემბრიდან, 2019 წლის 30 აპრილამდე  პერიოდში ტარდება.

ფესტივალების დაფინანსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3, 2 მილიონ ევროს.

დაფინანსებას მიიღებენ ის ფესტიველები, რომელთა პროგრამის 50 % არაეროვნულ კინოპროდუქციას ეთმობა. ხოლო ფილმების 70 % მედია პროგრამაში მონაწილე ქვეყნების პროდუქციას წარმოადგენს. საფესტივალო პროგრამაში ჩართული უნდა იყოს სულ მცირე 15 ევროპული ქვეყანა მაინც.

ფესტივალი მთავარ აქცენტს მაყურებლის, განსაკუთრებით ახალგაზრდების განვითარებასა და ევროპული კინოსადმი მათი ინტერესის გაღრმავებაზე  უნდა აკეთებდეს.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ კინოფტივალებს ( ფონდებს, გაერთიანებებს, არაკომერვიულ ორგანიზაციებს), რომლებიც დაფუძნებული  არიან მედია ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყანაში.

დაფინანსების რაოდენობა, ფესტივალის მაშსტაბსა და ფესტივალზე ნაჩვენები ევროპული ფილმების რაოდენობაზეა დამოკიდებული:
  • 40 ევროპული ფილმი - 27 000 ევრო
  • 41 -60 ევროპული ფილმი -35 000 ევრო
  • 61-80 ევროპული ფილმი - 40 000 ევრო
  • 81-100 ევროპული ფილმი - 46 000 ევრო
  • 101-120 ევროპული ფილმი - 55 000 ევრო
  • 121 – 200 ევროპული ფილმი - 63 000 ევრო
  • 200 ევროპული ფილმი - 75 000 ევრო
მოკლემეტრაჟიანი ფილმების შემთხვევაში:
  • 150 ევროპული ფილმი - 19 000 ევრო
  • 150 -250 ევროპული ფილმი - 25 000 ევრო
  • 250 ევროპული ფილმი - 33 000 ევრო
 
დაფინანსების კრიტერიუმები:
  • წარდგენილი პროექტის რელევანტობა 30 ქულა
  • ფესტივალის შინაარსობლივი ხარისხი 30 ქულა
  • ფესტივალის მასშტაბის ხარისხი 30 ქულა
  • ფესტივალის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებულობა და ქმედითუნარიანობა  10 ქულა 
 
განაცხადის შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ ელექტრონული ფორმით,  ე.წ. E Form.
შესახებ განაცხადის გასაკეთებლად უნდა დარეგისტრირდეთ ევროკომისიის პორტალზე, დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ საინდეტიფიკაციო კოდს ე. წ. PIC ( Participant Identification Code), ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ აპლიკაციის შევსება, შევსებულ აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ყველა მოთხოვნილი საბუთი.