ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კინოგანათლების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

კინოგანათლების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

29.10.2018
შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კინოგანათლების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი.

კონკურსზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 07. მარტი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით).

კინოგანათლების 2019 წლის დაფინანსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიონ ევროს.
პროგრამა შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს პროექტის ღირებულების 80 პროცენტს.
 
კონკურსის პირობები

ევროპული ფილმების კატალოგის შედგენა თანდართული პედაგოგიური მასალით, მედია ქვეპროგრამაში ჩართული ქვეყნების სკოლის მოსწავლეებისათვის 11დან 18 წლამდე.  კატალოგი უნდა მოიცავდეს ევროპული კინოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სულ მცირე 7 კინოფილმს, რომელიც სასკოლო განათლებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. საავტორო უფლებები კატალოგში გამოყენებულ ფილმებზე სულ ცოტა 3 წლით უნდა იყოს შეძენილი მედეა ქვეპროგრამაში გაერთიანებულ ქვეყნებში.  ქვეპროგრამის მონაწილე ყველა ქვეყანამ კატალოგში გამოყენებული ფილმების უმრავლესობის (სინქრონიზაცია და სუბტიტრები) უნდა მოამზადოს და კატალოგის გამოქვეყნების წინა პერიოდში პროექტის სკოლებში პოპულარიზაციის კამპანიას შეუწყოს ხელი.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

განაცხადის შეტანა შეუძლიათ კონსორციუმებს (პროექტის ლიდერი ორგანიზაცია  და  სულ ცოტა პროექტის თანამონაწილე 2 ორგანიზაცია). განმაცხადებელი უნდა იყოს იურიდიული პირი, არაკომერციული ორგანიზაცია, გაერთიანება, ფონდი, მედეა ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნიდან. სააგენტოში ყველა პარტიორი ორგანიზაციის სახელით განაცხადი ლიდერ ორგანიზაციას შეაქვს.
 
როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი:
განაცხადის ფორმა და  ყველა მოთხოვნილი საბუთი დანართის სახით ივსება ონლაინ რეჟიმში.
 
იხილეთ სრული ინფორმაცია