ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კონკურსი BECC 2018 ხიდი ევროპული კულტურის ცენტრების შორის

კონკურსი BECC 2018 ხიდი ევროპული კულტურის ცენტრების შორის

09.11.2017
კულტურის მენეჯმენტი და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება წვდომის და მონაწილეობის გაზრდის მიზნით. 

BECC ხიდი ევროპული კულტურული ცენტრებს შორის არის ევროპული კულტურული ცენტრების ქსელის (ENCC) ტრენინგ პროგრამა, რომელიც კულტურული ცენტრების თანამშრომლების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამის მიზანია კულტურული ცენტრების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საერთაშორისო სამსახურეობრივი გამოცდილების ხელშეწყობა. 

BECC პასუხობს იმ გამოწვევებს, რასაც კულტურის ცენტრების თანამშრომლები ხვდებიან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესში. პროგრამის მიზანი არის არსებული კადრების პროფესიონალური განვითარება, ევროპული თანამშრომლობის გაძლიერება და  გამოცდილების გაზიარება ევროპული და გლობალური მასშტაბით.

2018 წლის პრიორიტეტები:
  •  კულტურის სექტორის ახალგაზრდა პროფესიონალები
  •  აპლიკანტები, რომლებსაც აინტერესებთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით  პროექტებში მონაწილეების გაზრდა
  •  ლტოლვილები, რომლებიც მუშაობენ ან თანამშრომლობენ კულტურის ცენტრებთან
  • გეოგრაფიული პრიორიტეტები: მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მაკედონია, ალბანეთი და კოსოვო