ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებული კონკურსების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებული კონკურსების შესახებ

13.10.2017
ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპა ფარგლებში გამოცხადდა 2 კონკურსი - კულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტები და მედია ქვეპროგრამის კინოფესტივალების მხარდაჭერა.

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, "ფაბრიკის" საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ღია საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში შემოქმედებითი ევროპის დესკის თანამშრომლებმა დეტალურად გააცნეს კულტურის და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს დაფინანსების სქემების პრიორიტეტები და მონაწილეობის პირობები.

შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში გამოცხადებულია 2 კონკურსი:

კულტურის ქვეპროგრამა - თანამშრომლობის პროექტები
მედია ქვეპროგრამა - კინოფესტივალების მხარდაჭერა