ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

საქართველო შემოქმედებით ევროპაში

25.12.2017
22 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" შესახებ. შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებმა, პროგრამით დაინტერესებულ პირებსა და პოტენციურ აპლიკანტებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრა სიტყვით გახსნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა; ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კულტურის პროგრამის მენეჯერი ნინო სამველიძე, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ანა რიაბოშენკო, შემოქმედებითი ევროპის დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია, მედია ოფისის კოორდინატორები დიანა მაღლაკელიძე და ლევან ლომჯარია.

შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები და დეტალურად მოუთხრეს პოტენციურ აპლიკანტებს საკუთარ გამოცდილებაზე - ისაუბრეს განაცხადის წარდგენის პროცესზე, ასევე, იმაზე, თუ როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციები:

• თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი, პროექტით: დრამა ციფრული ხდება;
• ფონდი NOOSFERA, პროექტით: კინოფესტივალი CinéDOC;
• საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, პროექტით: ევროპული კინოკლუბები და სკოლის ლიცენზირება;
• დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი, პროექტით: Sofa - კინოაგენტების სკოლა;
• გამომცემლობა აგორა, პროექტით: ევროპული ლიტერატურის მოზაიკა;
• გამომცემლობა ელფი, პროექტით: ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის 10 გამარჯვებული;
• თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA, პროექტით: ჯადოსნური ხალიჩა.