ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - ტრენინგის პროგრამა Art Cinema = Action+ Manegment

ტრენინგის პროგრამა Art Cinema = Action+ Manegment

29.01.2018
Art Cinema/კინოთეატრების საერთაშორისო ასოციაციიის CICEA, ნაციონალური ფონდები ევროპაში ჯერ კიდევ  1955 წლიდან არსებობს, მის შემადგენლობაში გაერთიანებულია  37 ქვეყნის   4000  კინოთეატრი ე. წ. Art Cinema, ასოციაციას ჰყავს 1907 წევრი.

CICEA 9 სხვადასხვა ქვეყნის 22 კინოფესტივალზე ყოველწლიურად გასცემს საკუთარ პრიზს Art Cinema Award.  

2018 წელს Art Haus კინოთეატრებისა და კინოფესტივალებზე მომუშავე პროფესიონალებისათვის CICEA აწყობს  კვალიფიკაციის ასამაღლებელ 8 დღიან ტრენინგს.
ტრენინგის ფარგლებში წაკითხული იქნება მოხსენებები, ჩატარდება  ვორკშოფები და სემინარები, ნაჩვენები იქნება ფილმები. ტრენინგი მიზნად ისახავს დარგის პროფესიონალებს  უკეთესად გააცნოს თანამედროვე გამოწვევები და Art Haus კინოთეატრების ღონისძიებების ორგანიზებისა და მენეჯმენტის მართვის აქტუალური მეთოდები.

გარდა ამისა ტრენინგის მონაწილეებს მიეცემათ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისა და დარგში არსებული შესაძლებლობების  გაცნობისა და მაქსიმალური გამოყენების უნიკალური შანსი. მონაწილეები  ღონისძიების ფარგლებში შეძლებენ იმუშავონ საკუთარ გრძელ და მოკლევადიან პროექტებზე.

შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის  წესების თანახმად CICEA გასცემს სხვადასხვა  სახის სტიპენდიებს ტრენინგის იმ მონაწილეებზე, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში დაფინანსების მწირი შესაძლებლობები აქვთ, სტიპენდიები გაიცემა ასევე  ე.წ. ახალბედა  მედია ქვეყნებზე.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და აპლიკაციის ფორმა იხილეთ მისამართზე:
http://cicae.org/en/international-treining
http://cicae.org/en/international-training/acem -2018