ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - ქართული კინოს ფორუმი

ქართული კინოს ფორუმი

09.10.2017
2017 წლის 04-07 ოქტომბერს, ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკის,  სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და კომპანია არქტურის  მხარდაჭერით  ბაკურიანში  ქართული კინოს I ფორუმი გაიმართა. 

ფორუმში მონაწილეობდნენ კინომცოდნეები, კინოს კრიტიკოსები, ბლოგერები, ჟურნალისტები, პროდიუსერები  და რეჟისორები. ასევე  ილიას უნივერსიტეტისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტუტის სტუდენტები, რომელთათვის ფორუმის ფარგლებში კანის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა წარმომადგენელმა ვორკშოფები გამართა.

ფორუმის ფარგლებში ნაჩვენები იყო უახლესი ქართული სრული და  მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
ყოველი სეანსის შემდეგ ფორუმის ფარგლებში ნაჩვენები ფილმის რეჟისორთან ეწყობოდა დისკუსია.

ფორუმი შემაჯამებელი პანელ - დისკუსიით დასრულდა, რომელზეც უმთავრეს თემას თანამედროვე ქართული კინოს ტენდენციების მომიხილვა  და საქართველოში კინოკრიტიკის მდგომარეობზე საუბარი წარმოადგენდა.