ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

15.11.2018
2018 წლის 10-12 დეკემბერს იმართება  კონფერენციას „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“

ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებისა და პროგრამით დაინტერესებული კულტურისა და მედია პროფესიონალების და ორგანიზაციების შეხვედრა. კონფერენცია  შემოქმედებითი ევროპის  ბენეფიციარებს  შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ  პოტენციურ აპლიკანტებს, კულტურისა და აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს.

პროგრამის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, დეტალურად ისაუბრებენ პროექტის შესახებ. ასევე შემოქმედებით ევროპაში განაცხადის წარდგენის პროცესზე. ისინი პოტენციურ აპლიკანტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი კოლეგები სერბეთისა და ავსტრიის დესკებიდან, Trans Europe Halles წარმომადგენელი შვედეთიდან.

კონფერნცია 10 დეკემბერს  11.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება  "Sky Hall" საკონფერენციო დარბაზში. (მის. მერაბ ალექსიძის ქ. 12) კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარები, პროგრამით დაინტერესებული პოტენციური აპლიკანტები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის მეორე დღე - 11 დეკემბერი -( 11:00 სთ-დან  - 18:00 სთ.) Impact Hub Tbilisi-ში, მის. "ფაბრიკა" ნინოშვილის ქ. 8) კულტურის ქვეპროგრამას დაეთმობა. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კულტურის ქვეპროგრამისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებში მოწვეული სტუმრები და ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება მრგვალი მაგიდა კულტურის ქვეპროგრამის ბენეფიციარების მონაწილეობით.

კონფერენციის მესამე დღე 12 დეკემბერი - (11:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე, Impact Hub Tbilisi-ში,   მის. "ფაბრიკა" ნინოშვილის ქ. 8)  მედეა ქვეპროგრამის სამუშაო დღე იქნება. მედეა ქვეპროგრამაში გამოცხადებული კონკურსების და მასში მონაწილეობის  პირობების პრეზენტაციის შემდეგ ავსტრიის დესკის წარმომადგენელი ისაუბრებს საკუთარი დესკის და ავსტრიის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. მედეა ქვეპროგრამის ქართველი ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდაში, ბენეფიციარები საკუთარ გამოცდილებას ქართული აუდიოვიზუალური სექტორის  წარმომადგენლებს გაუზიარებენ. 

ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია