ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების განვითარებას, პოპულარიზაციასა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უჭერს მხარს. (ბიუჯეტი: 1, 46 მილიარდი ევრო)

შემოქმედებითი ევროპა ორი ქვეპროგრამისგან შედგება:

კულტურის ქვეპროგრამა (დაფინანსება: პროგრამის სრული ბიუჯეტის 31%)

მედია ქვეპროგრამა  (დაფინანსება: პროგრამის სრული ბიუჯეტის 56 %)

 

 

 

ევროკავშირის პროგრამის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც ეროვნულ დონეზე ანხორციელებს პროგრამას.

რა არის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა?

შემოქმედებითი ევროპა 2014-2020 წ.წ. წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 1, 46 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა ევროპული კულტურისა და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდასაჭერად შეიქმნა და აფინანსებს: საშემსრულებლო, ვიზუალურ, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ვიდეო თამაშებს. პროგრამა ხელს უწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ევროპული კულტურისა და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების ევროპულ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციასა და  მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ევროპელი ხელოვანების პროფესიულ სრულყოფას, მათ ინტეგრაციას ევროპულ და საერთაშორისო კულტურულ და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიებში.

რომელ ქვეყნებს აფინანსებს პროგრამა შემოქმედებითი ევროპა?

პროგრამაში შემოქმედებითი ევროპა 42 ქვეყანაა გაერთიანებული:

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ბრიტანეთი, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტუანა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკია, უნგრეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ფინეთი, ხორვატია.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნები: ნორვეგია და ისლანდია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები: მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია, ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, კოსოვო

ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები: საქართველო,   უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი

პროგრამის შემოქმედებითი ევროპა წევრი ქვეყანაა ასევე ტუნისი

შეუძლიათ თუ არა ფიზიკურ პირებს პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში შემოქმედებითი ევროპა, ფიზიკურ პირებს განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ. განაცხადი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირის სახელით გაკეთდეს.

რას აფინანსებს პროგრამა შემოქმედებითი ევროპა?

პროგრამა შემოქმედებითი ევროპა მხარს უჭერს ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სფეროების საერთაშორისო (ტრანსნაციონალური) ხასიათის პროექტებს, კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების პროფესიონალების მოღვაწეობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე შემდეგ ინიციატივებს:

  • ევროკავშირის ჯილდო კულტურული მემკვიდრეობისათვის, ევროპა ნოსტრა
  • ევროკავშირის ჯილდო თანამედროვე არქიტექტურაში
  • ევროკავშირის ჯილდო ლიტერატურაში
  • European Border Breakers Awards
  • ევროკავშირის მედია ჯილდო
როგორია პროგრამის მენეჯმენტი?

შემოქმედებით ევროპას კოორდინაციას უწვს ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტო.

რა არის PIC ნომერი?

Participant Identification Code – PIC , პროგრამის მონაწილეთა საინდეტიფიკაციო კოდია, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა აპლიკანტს. საინდეტიფიკაციო კოდის PIC მისაღებად საჭიროა:

  • რეგისტრაციის გავლა ECAS ვებგვერზე (რეგისტრაციისათვის უნდა აირჩიოთ Extrernal)
  • საკუთარი ორგანიზაციის დარეგისტრირება მონაწილეთა პორტალზე და ორგანიზაციის შესახებ საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა (დოკუმენტაციის ნუსხა  მითითებულია დაფინანსების სქემების გზამკვლევებში)

*PIC ნომერი ორგანიზაციას ერთხელ ენიჭება, მხოლოდ ნომრის მინიჭების შემდეგ მოგეცემათ საშუალება გადმოტვირთოთ შესავსები ფორმულარის ელექტრონული ფორმა e-Form და ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია

როგორ ხდება პროექტების შეფასება?

შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მმართველი სააგენტო EACEA კვალიფიცირებულ ექსპერტთა ვრცელ ბაზას ფლობს. შეფასების პროცესში ჩართული ყველა ექსპერტი საკუთარი დარგის პროექტს აფასებს. თითოეული პროექტი ყოველთვის ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ფასდება.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ექსპერტი არასოდეს აფესებს საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ პროექტს.

ვის უნდა დაუკავშირდეთ ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში?

თუ განაცხადის ელექტრონული ფორმულარის e-Form  შევსებისას შეგექმნებათ პრობლემა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მმართველი სააგანტოს ტექნიკური დახლემაბის სამსახურს მისამართზე:

EACEA-helpdesk@ec.europa.eu

 

რა ვადაში შემიძლია მივიღო ინფორმაცია პროექტის დაფინანსების შესახებ?

დაფინანსების ყველა სქემის გზამკვლევში მითითებულია წარდგენილი პროექტების განხილვის პერიოდის ვადები.

მმართველი სააგენტო ყველა აპლიკანტს ატყობინებს მათ მიერ გაგზავნილი პროექტის შედეგს. აპლიკანტების ინფორმირების შემდეგ კონკურსის შედეგები ქვეყნდება მმართველი სააგენტოს ვებგვერდზე.

თქვენს მიერ წარდგენილი პროექტის დაფინანსების შემთხვევაში დაგვიკავშირით შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკს. ჩვენ დაგეხმარებით ინფორმაციის გავრცელებაში თქვენი წარმატების შესახებ სემოქმედებით ევროპაში.

დაგვიკვშირდით იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენმა პროექტმა ვერ მიიღო დაფინანსება, ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას, მოგცემთ რჩევებს, სამომავლოდ როგორ გააურჯობესოთ თქვენი პროექტი (ზოგ შემთხვევაში, მაგ: კულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტების კონკურსში პროექტის შეტანა განსახილველად შესაძლებელია განმეორებით).

*როგორც წესი, პროექტის დეტალური შეფასება მიეწოდება ყველა აპლიკანტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ შეფასებებს, რათა მომავლში უკეთ დაგეხმაროთ პროეტის წარდგენის პროცესში.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სად უნდა მოვიძიო შემოქმედებითი ევროპის ლოგო?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ყველა საკომუნიკაციო მასალაზე განთავსებული უნდა იყოს ევროკავშირის ლოგო.

პროგრამის ბენეფიციარები ლოგოს საკუთარ პროექტზე განთავსების წესებს უნდა გაეცნონ მმართველი სააგენტოს ვებგვერდზე.

რა ფუნქციას ასრულებენ შემოქმედებითი ევროპის დესკები?

ევროკავშირის პროგრამაში  - შემოქმედებითი ევროპა 2014-2020 - ჩართულ ყველა ქვეყანას პროგრამაში ყავს საკუთარი წარმომადგენლობა ე.წ. ეროვნული დესკი, რომელიც ევროკავშირისა და ეროვნული მთავრობების მიერ ფინანსდება.

დესკების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს პროგრამის -შემოქმედებითი ევროპა - განხორციელება ეროვნულ დონეზე. პროგრამაში ჩართული ყველა სხვა ქვეყნისათვის საკუთარი ქვეყნის კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება.

ინფორმაციის გავრცელება პროგრამაში გამოცხადებული კონკურსების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა აპლიკანტებისათვის.

ქეთევან შენგელია
დესკის ხელმძღვანელი
დინარა მაღლაკელიძე
მედია ქვეპროგრამის კოორდინატორი
მართა თაბუკაშვილი
კულტურის ქვეპროგრამის მენეჯერი
შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში
გამარჯვებული პროექტები
Opera(e)Studio

Opera(e)Studio-მ, რომელიც Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერის თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს ერთობლივი პროექტია, კონკურსში გაიმარჯვა 2018 წელს, ხოლო მისი განხორციელება დაიგეგმა 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრამდე.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ევროპის ბაზარზე არსებული სტანდარტების  შესაბამისად. პროექტის კულმინაციაა თანაპროდუქცია - დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“, რომელიც ნაჩვენები იქნება პროექტში მონაწილე თეატრებში.

2019 წლის თებერვალში, საერთაშორისო მოსმენების შედეგად შეირჩა 10 ახალგაზრდა მომღერალი 7 ქვეყნიდან. კონკურსის წესით შეირჩა  სპექტაკლის „სიყვარულის ნექტარი“- ს სადადგმო ჯგუფიც.

პროექტის განხორციელების ეტაპები: ა). მოსმენების გამოცხადება სოციალურ ქსელებში, ოპერის თეატრებსა და სააგენტოებში; ბ). საერთაშორისო მოსმენების ჩატარება პროექტის მონაწილეების შესარჩევად (მადრიდი, ტენერიფე, თბილისი, ბოლონია); გ). რეზიდენცია ტენერიფეში - ერთთვიანი ინტენსიური კურსი ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებში; დ). პროფესიული მასტერკლასები მონაწილე მომღერლებისთვის სამივე ქვეყანაში; ე). ღია კარის დღეები ახალგაზრდებისთვის, კონცერტები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში სამივე ქვეყანაში; ვ). თანაპროდუქციის „სიყვარულის ნექტარი“ საპრემიერო სპექტაკლები ტენერიფეში, თბილისსა და ბოლონიაში.

ტენერიფეში აქტივობები ჩატარდა 2019 წლის 6 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით;

თბილისში ღონისძიებები განხორციელდა 2020 წლის 3 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო ბოლონიის თეატრში ამა წლის 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებები.

პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის შედეგად თეატრმა მიიღო მდიდარი გამოცდილება, როგორც დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ასევე ერთობლივ, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის კუთხით.

ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას

პროექტირს ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2016 - სექტემბერი 2018

დადგი შენი ქალაქი პარტნიორი თეატრების პროექტია ნენსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრის, Théâtre de la Manufacture ( საფრანგეთი), ბადენის სახელმწიფო თეატრის, კარლსრუე (გერმანია) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის (საქართველო). პროექტი ევროპული თეატრალური კონვენციის კო-პროდუქციაა და ხორციელდება ევროპული თეატრალური ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიებს. ევროპის თეატრალური ლაბორატორია ევრო-გაერთიანების შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ არის თანადაფინანსებული.

დადგი შენი ქალაქი ორ ტრენდის შერწყმაა, ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, მონაწილეობითი თეატრის. იგი იყენებს გაძლიერებულ (AR), შერეულ და ვირტუალურ რეალობას, 360 °-ანი ვიდეოს, თამაშების ელემენტებს და მოიცავს ქალაქის ტურს, სადაც მონაწილეებს მეგზურობას აპლიკაცია უწევს. მონაწილეობითი მიდგომა აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და თვითონაც იპოვოს გზა ამ მომავლის დისტოპიური ზღაპრიდან, სადაც ქალაქს ხელოვნური ინტელექტის ზიგმაგორას ბატონობა ემუქრება. მონაწილეები ინტერაქტიულად იკვლევენ თავიანთ ქალაქს და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებენ, როგორებიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, იდენტობა და სიყვარული.

სიახლეები
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "თოფუზი" მე-12 გამოშვება 26-31 ოქტომბრი 2020
ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური, ხოლო შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით დღეს 31 ოქტომბერს..
26 ოქტომბრის 12:00-დან 30 ოქტომბრის 15:00 საათამდე ფესტივალი თოფუზის საიტზე განთავსდება საკონკურსო ფილმები, რომლის ნახვა შესაძლებელი იქნება აკრედიტაციის გავლის შემდეგ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან
აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო/ Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
შემოქმედებითი ევროპა/ Creative Europe Desk Georgia
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი/ The French Institute of Georgia
გაიგე მეტი ...!
გზამკვლევი

ეს იმფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" მონაწილეობისათვის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში რომელიც პროექტის იდეიდან მისი წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიაროთ.

გაიგე მეტი ...!
სხვა პროგრამები და ორგანიზაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
გამარჯვებული პროექტები
გაეცანით პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" შესახებ ხშირად დასმულ კითხვების პასუხებს
გაიგე მეტი ...!
ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალურ სფეროში
გაიგე მეტი ...!