მუსიკა ამოძრავებს ევროპას
ხელოვანთა მობილობა
ლიტერატურული თარგმანები
ევროპული პლატფორმები
თანამშომლობის პროექტები
ევროპული ქსელები
კულტურის და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით

ამჟამად, პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მუსიკის სფეროში გამოცხადებულია ორი კონკურსი. ქართველი მუსიკის პროფესიონალები უფლემოსილები არიან ორივე კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

რას ნიშნავს „მუსიკა ამოძრავებს ევროპას“ და როგორ დაიწყო იგი?

Music Moves Europe (MME) ევროკომისიის ინიციატივას წარმოადგენს ევროპული მუსიკალური სექტორის მხარდაჭერის მიზნით. მას წინ უძღოდა 2015 წლიდან დაწყებული სამუშაო შეხვედრების სერია მუსიკალური სფეროს პროფესიონალებთან, იმ მიზნით, შეფასებულიყო ევროპული მუსიკალური სექტორის საჭიროებანი, ასევე როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მუსიკის სექტორის დაფინანსების სქემა.

დისკუსია ევროპული მუსიკის სპეციალური დაფინანსების შესახებ თავად სექტორიდან წამოვიდა და შთაგონებული იყო MEDIA ქვეპროგრამის წარმატებების გამოცდილებით. აუდიოვიზუალური ინდუსტრიის მიზანმიმართული ჩარევები კინო და ვიდეოთამაშების სექტორში ორიენტირი გახდა მუსიკის სფეროს მხარდაჭერის შესახებ გამართულ დისკუსიებში. მოსაზრებები მუსიკის შესახებ ფოკუსირებული იყო იმაზე, როგორ შეიძლებოდა აუდიოვიზუალური ინდუსტრიის მიერ განხორციელებული წარმატებული ქმედებების მუსიკის სექტორში განხორციელება და არსებობდა თუ არა ამ სფეროში პოტენციური მოგების მიღების შესაძლებლობა?

რატომ სურს ევროკავშირის მუსიკალური ინდუსტრიის ხელშეწყობა?

  • ევროკავშირის კონსტიტუციის მიხედვით, კულტურის ყველა სფეროს ხელშეწყობა მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს
  • პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში მუსიკის სფეროსთვის მართალია ბევრი შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ იგი მთლიანად მაინც ვერ აკმაყოფილებდა მუსიკის სექტორის მოთხოვნილებებს. ამიტომაც ინიციატივა უფრო მეტი გაკეთებული ევროპული მუსიკის მხარდასაჭერად, თავად სექტორის წარმომადგენლებიდან წამოვიდა
  • ციფრული ეპოქის დადგომასთან ერთად მუსიკალური ინდუსტრია ყველა დონეზე შეიცვალა და ახალი გამოწვევების, ახალი ცვლილებების წინაშე დადგა - ევროკავშირს ამაზე რეაგირება   სურდა
  • ევროპული მუსიკალური ინდუსტრია კინოინდუსტრიაზე დიდია, თუმცა პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონია
  • ევროპული მუსიკა ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი სექტორია, შეიძლება ითქვას ასევე ყველაზე პოპულარული სექტორი. მუსიკა ევროპის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი კომპონეტია, რომელსაც საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პოტენციალი გააჩნია.
  • ამასთან მუსიკის ინდუსტრიას დიდი ეკონომიური პოტენციალიც აქვს: სექტორი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა დაფუძნებული, უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე ევროპული კინოინდუსტრია, მისი ყოველწლიური ბრუნვა 25 მილიარდ ევროს შეადგენს.

რა ხდებოდა შემდეგ?

  • Music Moves Europe ირგვლივ განხორციელებული თავდაპირველი ნაბიჯები მუსიკის სექტორის უკეთ გაგებას ემსახურებოდა
  • სამუშაო ჯგუფი შემდეგ პრობლემებს იკვლევდა: მუსიკის სფეროს მონაცემთა ბაზა, განათლება, ტრენინგები, პროფესიონალთა გადამზადება, მუსიკოსთა მობილობა და ევროპული მუსიკალური რეპერტუარის, ასევე ინოვაციებისა და კრეატიულობის ტირაჟირება
  • კვლევის დასრულების შემდეგ, მასზე დაყრდნობილი დასკვნების საფუძველზე ევროკომისიამ 2018 წელს შეიმუშავა მუსიკის ინდუსტრიის საპილოტე მხარდაჭერის სქემა 1, 5 მილიონი ინვესტიციით. 2019 წელს სლოგანის „Music Moves Europe: Boosting European music diversity and talent" ინვესტიციამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.

რა გაკეთდა აქამდე?

  • პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ Music Moves Europe კულტურის სფეროში ევროპულ დონეზე მათი ურთიერთთანამშრომლობის ნაწილი უნდა გახდეს. აქედან გამომდინარე შემუშავდა მუსიკის სექტორის შესახებ კულტურის სფეროს 2019- 2022 წლების სამუშაო გეგმა
  • ევროკავშირი ჩართულია მუსიკალური სექტორის ისეთ აქტივობებში, როგორიცაა, შოუქეისები, ფესტივალები, ინდუსტრიული ღონისძიებები
  • დაწესდა პრიზი Music Moves Europe Talent Awards, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისათვის, რომლებიც დღევანდელობისა და მომავლის ევროპულ მუსიკას განასახიერებენ
  • მუსიკალური ორგანიზაციებისათვის გამოცხადდა ფინანსური მხარდაჭრისა და ტენდერების მთელი სერია

დაფინანსების შესაძლებლობები სქემაში „მუსიკა ამოძრავებს ევროპას“

  • Training scheme for young music professionals (კონკურსი დაიხურა 2018 წლის აგვისტოში)
  • Online and Offline Distribution ( დაიხურა 2018 წლის სექტემბერში)
  • Boosting European Music Diversity and Talent Call on Professionalisation and Training (დაიხურა 2019 წლის ნოემბერში)
  • Cooperation of small music venues (დახურულია 2019 წლის დეკემბერში)
  • ღია კონკურსი: Co-Creation and Co-Production scheme for the music sector (განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 30 აპრილი)
  • ღია კონკურსი: Music Education and Learning Call  (განაცხადები მიიღება 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით)

ტენდერების კონკურსი

*ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

მუსიკალურ ორგანიზაციებს ასევე აქვთ კვლევისა და ისეთი სავარჯიშოების მხარდაჭრის შესაძლებლობა, როგორებიცაა:

  • ევროპული მუსიკალური ობსერვატორიის შექმნის მიზანშეწონილობის კვლევა და მუსიკალური სექტორის დაფინანსების საჭიროებების ხარვეზების ანალიზი (დაიხურა კვლევა 2018 წელს)
  • ევროპული მუსიკის ექსპერტების სტრატეგიების კვლევა (დაიხურა 2018 წელს)
  • მუსიკის შემქმნელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კვლევა (დაიხურა 2020 წლის თებერვალში).

მუსიკის ინდუსტრიის სხვა შესაძლებლობები პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“

Music Moves Europe კონკურსთან ერთად ევროპული მუსიკალური ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებს შეუძლიათ „შემოქმედებითი ევროპის“ სხვა კონკურსებში, როგორიცაა: „თანამშრომლობის პროექტები“, „ევროპული პლატფორმები“ და „ევროპული ქსელები“ მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციის მოპოვება ევროკომისიის პროექტების საძიებო პლატფორმაზეა შესაძლებელი.

როგორი იქნება „მუსიკა ამოძრავებს ევროპას“ მომავალი ?

პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ (2014-2020) მიმდინარე წელს დასრულდება. 2021 წლიდან დაიწყება ახალი შვიდწლიანი პროგრამა (2021-2027).

Music Moves Europe - პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში მოსამზადებელ ღონისძიებას წარმოადგენდა, იმის გასააზრებლად როგორ უნდა იმუშაოს დაფინანსების სქემამ მუსიკალური ინდუსტრიისათვის მომავალში. ამ პროცესის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის მომავალ 2021-2027 წლის პროგრამაში მუსიკალური სექტორის კონკურსების ჩართვა ევროპული მუსიკალური სექტორის მხარდასაჭერად.

i-Portunus მოკლევადიანი საპილოტე პროექტია, რომელიც შეირჩა და ფინანსდება ევროკავშირის პროგრამის Creative Europe მიერ, ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამის გამოსაცდელად.

i-Portunus პირველ ფაზას კოორდინაციას უწევდა გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის და ვილნიუსის ხელოვნების აკადემიის კონსორციუმი. 2020 წელს ახალი ინიციატივა შეიქმება სხვა კონსორციუმით.

2019 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით i-Portunus ფარგლებში გამოცხადდა სამი კონკურსი, რომლის მიზანს იმ ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერა წარმოადგენდა, რომლებიც საშემსრულებლო ან ვიზუალურ სფეროში მუშაობენ და პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილე რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენენ.

მობილობის მიზანს პროგრამაში Creative Europa, შემავალი ქვეყანები წარმოადგენენ. კონკურსები მოითხოვდნენ სპეციფიკურ და ზუსტად განსაზღვრულ მიზნებს, ისეთებს, როგორებიცაა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, პროდუქციაზე ორიენტირებული რეზიდენცია ან პროექტის დანიშნულების ქვეყანაში პროფესიონალური ჩვევების ამაღლება.

სამ გამოცხადებულ კონკურზე, ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალების 3000 განაცხადი შევიდა პროგრამაში ჩართული 41 ქვეყნიდან, ამასთან უნდა ითქვას რომ კონკურსებზე განაცხადების შეტანის ვადები ერთ თვეზე ნაკლებს წარმოადგენდა. მობილობის მხარდასაჭერად გაიცა 6 000 000 ევრო. ეს ყველაფერი იმის დადასტურებაა, რომ ხელოვანები და კულტურის პროფესიონალები დაინტერესებული არიან ტრანსნაციონალური მობილობით.

განაცხადები ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნა შეფასებული. მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტი უკვე დასრულებულია ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მათი ვინაობა და მათ მადლობა გამოვუცხადოთ გაწეული სამუშაოსთვის: ქრისტიანო კარპანინი, რუბენ ფოიკი, ოდრონის იმბრასასი, თამარ ჯანაშია, ტანია პარდო, ალან ქუირენსი, კატარჟინა ტორცი და ილია ზაბოლოტნი.

პირველი კონკურსი განაცხადებზე 2019 წლის 17 აპრილისა და 15 მაისის პერიოდში გამოცხადდა, შესული იქნა 1200 განცხადება. ეს ფაქტი მეორე კონკურსის მომზადების დროს იქნა გათვალისწინებული.

მეორე კონკურსი 2019 წლის 3 ივნისს გამოცხადდა, განაცხადების შეტანა 24 ივნისამდე გაგრძელდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 520 ხელოვანმა ინდივიდუალურად, ჯგუფური განაცხადების რაოდენობამ 190 შეადგინა. საბოლოო ჯამში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1141 ხელოვანმა.

მობილობის საპილოტე პროექტების მესამე და საბოლოო კონკურსი 2019 წლის 14 აგვისტოს გამოცხადა, განაცხადების შეტანა 5 სექტემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი. კონკურსზე 450 ინდივიდუალური და 136 ჯგუფური განაცხადი იქნა შეტანილი ანუ ამ კონკურსში 832 ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.

მობილობის საპილოტე 3 კონკურსი ფინანსურად ყველა ასაკის, ეროვნების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროგრამაში Creative Europe ჩართულ ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს დაეხმარა, მონაწილეობა მიეღოთ ტრანსნაციონალურ მობილობაში.

i-Portunus კონკურსებში 337 ხელოვანისა და კულტურის პროფესიონალისთვის 620.933 ევრო გაიცა.

i-Portunus, პროგრამის Creative Europe, საპილოტე პროექტს წარმოადგენდა, რომლის მიზანი იყო გაერკვია, როგორ შეეწყო ხელი უკეთესად ხელოვანთა ტრანსნციონალური მობილობისთვის. მობილობის ხელშეწყობის ეს ტიპი 2021-2027 წლების პროგრამის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.

მხარს უჭერს გამომცემლებს და საშუალებას აძლევს ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას. კონკურსი მიზნად ისახავს ევროპაში კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერას, მაღალი ხარისხის ლიტერატურული ნაწარმოებების ტრანსნაციონალურ მობილობას. აგრეთვე ახალ აუდიტორიის წვდომას

ლიტერატურულ ნაწარმოებებზე.

დაფინანსება

I კატეგორია

ორწლიანი პროექტი, ითვალისწინებს 3-დან 10-მდე ლიტარატურული ნაწარმოების თარგმნას. ფინანსდება პროექტის ღირებულების 50%.

 

II კატეგორია

ერთწლიანი პროექტი, რომლის ფარგლებიც 5-დან 10-მდე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი უნდა განხორციელდეს. ფინანსდება პროექტის საერთო ღირებულების 50%

SUPPORT TO EUROPEAN PLATFORMS | CLOSED

This strand of funding is for the support of European platforms to showcase emerging talent and stimulate Europe-wide programming of cultural and artistic activities.

Coordinating entities that have a minimum of 10 member organisations in at least 10 different participating countries are eligible to apply.  Applicants can request up to €500,000 per year which should represent a maximum of 80% of the eligible costs. 20% of the eligible costs must be found from other sources.

The main specific objectives of the Support to European platforms strand are to co-finance activities aimed at:

  • fostering the development of emerging talent and stimulating the transnational mobility of cultural and creative players and circulation of works;
  • increasing recognition and visibility of artists and creators with a strong commitment in terms of European programming through communications activities and branding strategy, including, where appropriate, the creation of a European quality label.

Full guidelines for Support to European Platforms can be downloaded here.

EXAMPLES OF PROJECTS SUPPORTED UNDER THIS STRAND

Aerowaves is a hub for dance discovery in Europe and has partners in 33 countries (including Dublin Dance Festival).  The platform identifies the most promising new work by emerging dance artists and then promotes it through cross-border performances. 

DEADLINE

Call for proposals result in four year funding agreements - 2017 was the final call under this strand.

მუსიკა

ANCIENNE BELGIQUE -LIVEUROPE

არის სივრცე სადაც არის მოთავსებული დიდი კლუბი და ასევე საკონცერტო დარბაზის , რომელიც 2000-ზე მეტი არტისტის სტუმარია, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისოდ აღიარებული ღონისძიება , რომელიც მნიშვნელოვანია როგორც უკვე ჩამოყალიბებული, ასევე განვითარებადი ნიჭიერი მუსიკოსებისთვის.

 

The European Concert Hall Organisation (ECHO)

არის აქტიური ქსელი, რომელიც ევროპაში მრავალი ძირითადი საკონცერტო დარბაზის ჩამოყალიბებას ემსახურება, რათა მოხდეს პროფესიული გაცვლის ხელშეწყობა, საერთო ასახვა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.

 

EuroStrings - European Guitar Festival Collaborative

ევროპული გიტარის ფესტივალი კოლაბორაციაა პირველი კლასიკური გიტარის დარგში, რომელიც დაარსდა ზაგრების გიტარის ფესტივალზე, რომელიც იკრიბება 17 კლასიკურ გიტარის ფესტივალზე, რომელიც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გიტარის კონკურსებს და აქვს პროფესიული სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს გიტარისტებს განვითარებაში.

 

FEDORA - THE EUROPEAN CIRCLE OF PHILANTHROPISTS OF OPERA & BALLET

ევროპული პლატფორმა რომელიც მხარს უჭერს ნოვაციას ოპერის, ბალეტისა და განათლების სფეროში.

არქიტექტურა

Future Architecture Platform

მომავლის არქიტექტურა არქიტექტურული მუზეუმების, ფესტივალებისა და მწარმოებლების პირველი პან-ევროპული პლატფორმაა, იდეები ქალაქისა და არქიტექტურის მომავალზე უფრო ფართო საზოგადოებასთან დაახლოებაში.

იგი ხელს უწყობს ევროპული ინოვაციების, არქიტექტურის, კულტურის, ცოდნისა და სოციალური კაპიტალის მეშვეობით ერთიანი პლატფორმის შექმნას.

ლიტერატურა

Versopolis (E-Merging Creativity)

Versopolis არის ევროპული პოეზიის პროექტი რომელიც გახდა ცნობილი ლიტერატურული ფესტივალებიდან, გამოვლენა, დამაკავშირებელი და შემომტანი საუკეთესო პოეზიის რომელიც ახლოსაა  აუდიტორიასთან და ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების და იდეების განვითარებას.

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს ნებისმიერ დარგის კულტურულ და შემოქმედებით ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. ხელოვანებს აძლევს საშუალებას განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

დაფინასების სქემა მოიცავს 2 კატეგორიას:

  1. მცირე მასშტაბის პროეტები
  • მინიმუმ 3 პარტნიორი 3 სხვადასხვა ქვეყნიდან
  • შესაძლებელია 200 000 ევროს ოდენობის დაფინანსების მოთხოვნა
  • მოთხოვნილი დაფინანსება პროექტის ღირებულების 60% უნდა შეადგენდეს

 

  1. დიდი მასშტაბის თანამშრომლობის პროექტები
  • მინიმუმ 6 პარტნიორი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან
  • შესაძლებელია 2 მილ. ევროს რაოდენობის დაფინანსების მოთხოვნა
  • მოთხოვნილი დაფინანსება პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 50% არ უნდა აღემატებოდეს

ტრანსნაციონალური ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა

გლობალურ ცვლილებებში ადაპტირების ხელშეწყობა

ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა

ორგანიზაციათა კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა

 

ევოპული ქსელი ლიდერი ქვეყნისა და მინიმუმ 15 ორგანიზაციისაგან უნდა შედგებოდეს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის 5 ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა იყოს.

 

*შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში 2014-2020,  ევროპულ ქსელების 2 კონკურსი გამოცხადდა, რადგან დაფინანსების სქემა 4 წლიან პროეტებს ითვალისწინებს.

კონკურსის წინაპირობა

პროგრამის „ შემოქმედებითი ევროპა“ 2020 წლის შემდეგი ეტაპისათვის ევროკომისიის მიერ შემუშავებელი იქნა „შემოქმედებითი ინოვაციების ლაბორატორიების“ შექმნის იდეა, რომლის მიზანი იქნება ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის ინტერდისციპლინალური ურთიერთთანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამ იდეისა და დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ჩატარებული ვორკშოფების საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა საპილოტე კონკურსი. „კულტურისა და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით“. ევროკავშირი ეძებს ისეთ პროექტებს რომელთა მიზანი არის სექტორთაშორისი ურთიერთთანამშრომლობის შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის მხარდაჭერა წარმოადგენს. იგი მხარს უჭერს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შემვეობით კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების ურთიერთთანამშრომლობას.

რას უჭერს მხარს დაფინანსების ეს სქემა?

ევროკომისიამ გამოაცხადა მეორე საპილოტე კონკურსი: „კულტურისა და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით“ (Bridging Culture and Audiovisual Content through Digital) კულტურისა და აუდიოვიზუალური ინსტიტუციებისათვის.

მხარდაჭერას მიიღებენ პროექტები, რომლებიც აუდიოვიზუალურ და ციფრულ ტექნოლოგიებს მუზუმების, ცოცხალი ღონისძიებებისა და კულტურული მემკვიდრეობისათვის გამოიყენებენ. კონკურსის სპეციფიკა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით კულტურული და აუდიოვიზუალური შინაარსების დაკავშირებას ითვალისწინებს. დაფინანსებას მიიღებენ პროექტები:

  • რომლებიც კულტურული, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გზაჯვარედინზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან ახალ ინოვაციურ ფორმატს, როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR)
  • ხელს უწყობენ სექტორთაშორისო ინოვაციურ მიდგომებსა და ქმნიან ინსტრუმენტებს კულტურისა და შემოქმედებითი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის, განვითარების, პოპულარიზაციის, დისტრიბუციისა ან მონეტიზაციისთვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსზე პროექტის წარდგენა შეუძლიათ მინიმუმ 3 იურიდიული პირისგან შემდგარ კონსორციუმებს, პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ ჩართული 3 სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალურ სექტორებში პროფესიული გამოცდილებით.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები (ღონისძიებები) გაზიარებულ უნდა იქნას დაინტერესებულ პირებთან (პარტნიორებთან) და გადაწყვეტილების მქონე პირებთან, საჯარო ვორკშოფებისა და ჩატარებული ღონისძიებების გავლენების შეფასების ორგანიზების მეშვეობით.

პარტნიორების მოძიების ონლაინ პორტალი  დაინტერესებულ ორგანიზაციებს დახმარებას გაგიწევთ თქვენი პროექტისათვის პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებაში.

რა ტიპის პროექტები დაფინანსდა წინა კონკურში?

„შემოქმედებითი ევროპის“ მიერ 2019 წლის კონკურსში 

8 პროექტი იქნა დაფინანსებული.

პროექტების ჩამონათვალი:

  • IMZ (AT) Digital Cross Over, € 192 000.00
  • EDEON Programmes SA (FR) Offre immersive d’exposition et d’experience VR € 175 000.00
  • SPACE GMBH (DE) The link €175 000.00
  • Ticketing Group BV (NL) Venue Insights for Cultural Empowerment €258 550.00
  • Universidade Do Minho (PT) Heritage Within € 244 106.44
  • Fondazione Belvedere-Gschwent (IT) The Rude Awakening – a multimedia Journey in the Footsteps of Frontline Soldiers’ Everyday Life € 204 000.00
  • De Vlaamse Redio en Televisieomroeporganisatie NV (BE) Real Heroes € 240 000.00
  • Atlantis Symvouleftiki Anonymi Etaireia Atlantis Consulting SA (EL) Time Capsules at the Bottom of the Sea €213 986.00

 

კონკურსზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია:

2020 წლის 14 მაისი  17. 00 სთ.(ბრიუსელის დროით)

გამარჯვებული პროექტები
Opera(e)Studio

Opera(e)Studio-მ, რომელიც Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერის თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს ერთობლივი პროექტია, კონკურსში გაიმარჯვა 2018 წელს, ხოლო მისი განხორციელება დაიგეგმა 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრამდე.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ევროპის ბაზარზე არსებული სტანდარტების  შესაბამისად. პროექტის კულმინაციაა თანაპროდუქცია - დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“, რომელიც ნაჩვენები იქნება პროექტში მონაწილე თეატრებში.

2019 წლის თებერვალში, საერთაშორისო მოსმენების შედეგად შეირჩა 10 ახალგაზრდა მომღერალი 7 ქვეყნიდან. კონკურსის წესით შეირჩა  სპექტაკლის „სიყვარულის ნექტარი“- ს სადადგმო ჯგუფიც.

პროექტის განხორციელების ეტაპები: ა). მოსმენების გამოცხადება სოციალურ ქსელებში, ოპერის თეატრებსა და სააგენტოებში; ბ). საერთაშორისო მოსმენების ჩატარება პროექტის მონაწილეების შესარჩევად (მადრიდი, ტენერიფე, თბილისი, ბოლონია); გ). რეზიდენცია ტენერიფეში - ერთთვიანი ინტენსიური კურსი ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებში; დ). პროფესიული მასტერკლასები მონაწილე მომღერლებისთვის სამივე ქვეყანაში; ე). ღია კარის დღეები ახალგაზრდებისთვის, კონცერტები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში სამივე ქვეყანაში; ვ). თანაპროდუქციის „სიყვარულის ნექტარი“ საპრემიერო სპექტაკლები ტენერიფეში, თბილისსა და ბოლონიაში.

ტენერიფეში აქტივობები ჩატარდა 2019 წლის 6 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით;

თბილისში ღონისძიებები განხორციელდა 2020 წლის 3 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო ბოლონიის თეატრში ამა წლის 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებები.

პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის შედეგად თეატრმა მიიღო მდიდარი გამოცდილება, როგორც დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ასევე ერთობლივ, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის კუთხით.

ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას

პროექტირს ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2016 - სექტემბერი 2018

დადგი შენი ქალაქი პარტნიორი თეატრების პროექტია ნენსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრის, Théâtre de la Manufacture ( საფრანგეთი), ბადენის სახელმწიფო თეატრის, კარლსრუე (გერმანია) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის (საქართველო). პროექტი ევროპული თეატრალური კონვენციის კო-პროდუქციაა და ხორციელდება ევროპული თეატრალური ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიებს. ევროპის თეატრალური ლაბორატორია ევრო-გაერთიანების შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ არის თანადაფინანსებული.

დადგი შენი ქალაქი ორ ტრენდის შერწყმაა, ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, მონაწილეობითი თეატრის. იგი იყენებს გაძლიერებულ (AR), შერეულ და ვირტუალურ რეალობას, 360 °-ანი ვიდეოს, თამაშების ელემენტებს და მოიცავს ქალაქის ტურს, სადაც მონაწილეებს მეგზურობას აპლიკაცია უწევს. მონაწილეობითი მიდგომა აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და თვითონაც იპოვოს გზა ამ მომავლის დისტოპიური ზღაპრიდან, სადაც ქალაქს ხელოვნური ინტელექტის ზიგმაგორას ბატონობა ემუქრება. მონაწილეები ინტერაქტიულად იკვლევენ თავიანთ ქალაქს და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებენ, როგორებიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, იდენტობა და სიყვარული.

სიახლეები
ETC სახელოვნებო რეზიდენცია 2021

2021 წლის სახელოვნებო რეზიდენცია ETC წევრი თეატრებისთვის

გაიგე მეტი ...!
გზამკვლევი

ეს იმფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" მონაწილეობისათვის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში რომელიც პროექტის იდეიდან მისი წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიაროთ.

გაიგე მეტი ...!
სხვა პროგრამები და ორგანიზაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
გამარჯვებული პროექტები
გაეცანით პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" შესახებ ხშირად დასმულ კითხვების პასუხებს
გაიგე მეტი ...!
ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალურ სფეროში
გაიგე მეტი ...!