კინოფესტივალები
წვდომა ბაზრებზე
კინოგანათლება
ტრეინინგები

პრიორიტეტები

აუდიტორიის განვითარება, ევროპული კინო პროდუქციის  წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მაყურებლის ინტერესის გაზრდა ევროპული კინოსადმი.

ფესტივალი უნდა ტარდებოდეს პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილე ქვეყანაში.  საფესტივალო პროგრამაში ნაჩვენები ფილმების 70% მედია ქვეპროგრამაში ჩართული ქვეყნების კინოპროდუქციას უნდა წარმოადგენდეს. ფესტივალზე მედია ქვეპროგრმის 15 ქვეყანა მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების 50% სხვა ქვეყნების კინოპროდუქციას უნდა წარმოადგენდეს.

დაფინანსება

ფესტივალების დაფინანსება დამოკიდებულია ფესტივალის ნაჩვენები ფილმების რაოდენობაზე. ფესტივალის მასშტაბიდან გამომდინარე შესაძლებელია  19.000 ევროდან 75.000 ევრომდე დაფინანსების მოთხოვნა.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

კონკურსი ტარდება წელიწადში ორჯერ.

  • კონკურსი I: კინოფესტივალების, რომლებიც მაისისა და 31 ოქტომბრის პერიოდში ტარდება
  • კონკურსი II: კინოფესტივალებისათვის, რომლებიც ტარდება  ნოემბრისა და 30. აპრილის შუალედში

პრიორიტეტები

ევროპული კინო და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის ბაზრებთან წვდომის პირობების გაუმრჯობესება.

აუდიოვიზუალური ნაწარმოებების შექმნაში მხარდაჭრა, ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის პოტენციალის ამაღლების მიზნით.

ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

ევროპული და საერთაშორისო კოპრუდუქციის ხელშეწყობა, მათ შორის ტელევიზიისათვის. ინოვაციური ბიზნეს ბიზნეს მოდელების ხელშეწყობა.

კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური პროდუქციის მონაცემტა ბაზის სრულყოფა. ევროპული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის ონლაინ პლატფორმის შექმნა.

 

დაფინანსება

პროექტის საერთო ბიუჯეტის 60 % ევროპული კინობაზრობის პროექტებისათვის.

რეგიონალურ და საერთაშორისო კინობაზრობის პროექტებისათვის პროექტის საერთო ბიუჯეტის 80%. 

პრიორიტეტები

 აუდიტორიის ინტერესის გაზრდა, აუდიოვიზუალური ხელოვნების ნაწარმოებებთან აუდიტორიის  წვდომის გაუმრჯობესება. ევროპული კინომატოგრაფიული მემკვიდრეობის მიმართ აუდიტორიის, განსაკუთრებით ახალგაზრდა 19 წლამდე ასაკის აუდიტორიის  ინტერესის ამაღლება. ევროპული ფილმების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების ხელშეწყობა.

დაფინანსების სქემაში -კინოგანათლება- მონაწილე პროექტი უნდა წარმოადგენდეს  კონსორციუმს (პროექტის ლიდერი ორგანიზაცია და სულ ცოტა 2 პარტნიორი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან).

დაფინანსება

პროექტის ღირებულების 80% ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 20დან 24 თვეს.

პრიორიტეტები

აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიული პოტენციალის გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიონალური უნარებისა და კომპენტენციების შეძენა. პროფესიონალთა ევროპულ და კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროფესიული ქსელის/Networking გაფართოება აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში უკეთესი ჩართულობის მიზნით. ხელშეწყობა ახალი ინდუსტრიული ბიზნეს მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში. მხარდაჭერა ციფრული ტენოლოგიების ათვისებაში.  დაფინანსების წყროების, კომერციული მენეჯმენტის ხელშეწყობა.

დაფინასება

შემოქმედებითი ევროპა აფინანსების პროექტის ღირებულების 60%, პროექტებისათვის ევროპული მასშტაბით.

საერთაშორისო მასშტაბის პროექტები ფინანსდება 80 %-ით.

*პროგრამის შემოქმედებითი ევროპა 2014-2020 ფარგლებში დაფინანსების სქემაში ტრენინგები კონკურსი აღარ გამოცხადდება. ტრენინგებზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება შემდეგ პროგრამაში 2021 წლიდან.

სიახლეები
კინოფესტივალების მხარდაჭერა

📢 აუდიოვიზუალური სექტორის ორგანიზაციებისა და
პროფესიონალების საყურადღებოდ!!!
შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამაში გამოცხადდა შემდეგი კონკურსები:

** კინოფესტივალების მხარდაჭერა (კონკურსი ცხადდება 2 ეტაპად)
I ეტაპი - ფესტივალებისათვის ( რომლებიც მაისიდან - ოქტომბრის თვეების შუალედში ტარდება) განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ნოემბერი 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)
II ეტაპი - ფესტივალებისათვის ( ნოემბერიდან - აპრილის თვეების შუალედში) განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2020 წლის 23 აპრილის ჩათვლით, 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

* ბაზრების ხელშეწყობა - განაცხადის შეტანის ბოლო
ვადაა 2020 წლის 6 თებერვლი, 17. 00 სთ. (ბრიუსელის
დროით)

* კინოგანათლება - განაცხადის შეტანა შესაძლებელია
2020 წლის 12. მარტის ჩათვლით, 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

👉 სრული ინფორმაცია იხილეთ: https://europa.eu/!Gt33Fj

გაიგე მეტი ...!
გზამკვლევი

ეს იმფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" მონაწილეობისათვის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში რომელიც პროექტის იდეიდან მისი წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიაროთ.

გაიგე მეტი ...!
სხვა პროგრამები და ორგანიზაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
გამარჯვებული პროექტები
გაეცანით პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" შესახებ ხშირად დასმულ კითხვების პასუხებს
გაიგე მეტი ...!
ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალურ სფეროში
გაიგე მეტი ...!