წელი
  • 2020
  • 2019
2020
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "თოფუზი" მე-12 გამოშვება 26-31 ოქტომბრი 2020
ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური, ხოლო შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით დღეს 31 ოქტომბერს..
26 ოქტომბრის 12:00-დან 30 ოქტომბრის 15:00 საათამდე ფესტივალი თოფუზის საიტზე განთავსდება საკონკურსო ფილმები, რომლის ნახვა შესაძლებელი იქნება აკრედიტაციის გავლის შემდეგ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან
აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო/ Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
შემოქმედებითი ევროპა/ Creative Europe Desk Georgia
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი/ The French Institute of Georgia
გაიგე მეტი ...!
2020
Kids Kino Lab

Kids Kino Lab ღიაა საბავშვო აუდიტორიისათვის განკუთვნილი პროექტების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მისაღებად.
4 სეზონისაგან შემდგარი ვორკშფების 5 დღიანი სესიები 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის თვემდე გაგრძელდება.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საბავშვო აუდიტორიისათვის განკუთვნილ სრულმეტრაჟიანი მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების ავტორებს.
განაცხადები მიღება 23 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

გაიგე მეტი ...!
2020
LIM /Less Is More 2021
რეჟისორების, სცენარის ავტორების, პროდიუსერების
საყურადღებოდ!!!
შეგახსენებთ, განაცხადების მიღების ვადა ფილმის პროექტის განვითარების ტრენინგების პლატფორმაზე
LIM /Less Is More 2021 2020 წლის 23 ოქტომბერს იწურება.
გაიგე მეტი ...!
2020
ონლაინ კონფერენცია Rethinking the Future

Film Education - Rethinking the Future - session #1

This conference is held within the frame of #PiccoloGrandeCinema - #CinetecaMilano Festival and is part of the current edition of #TheFilmCorner, the international project supported by the 𝗖𝗿𝗲𝗮𝘁𝗶𝘃𝗲 𝗘𝘂𝗿𝗼𝗽𝗲 𝗽𝗿𝗼𝗴𝗿𝗮𝗺, 𝗠𝗜𝗨𝗥 𝗮𝗻𝗱 𝗠𝗜𝗕𝗔𝗖𝗧, which runs since 2017 and involves institutions from 6 European countries and foresees the creation of an 𝗼𝗻𝗹𝗶𝗻𝗲 𝗶𝗻𝘁𝗲𝗿𝗮𝗰𝘁𝗶𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘁𝗳𝗼𝗿𝗺 𝗳𝗼𝗿 𝗳𝗶𝗹𝗺 𝗲𝗱𝘂𝗰𝗮𝘁𝗶𝗼𝗻. The conference will take place online in English as a series of four focused seminars plus an italian day focused on institutional initiatives and national best practices showcasing.

გაიგე მეტი ...!
2020
The Film Corner International Online Conference
"შემოქმედებითი ევროპის" კინოგანათლების დაფინანსების სქემის ბენეფიციარი პროექტის ფარგლებში, The Film Corner, რომლის პარტნიორი ქართული ორგანიზაციაა "საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
2020 წლის 22 ოქტომბერიდან 5 ნოემბერმდე გაიმართება Online კონფერენცია მოზარდთა კინოგანათლების პრობლემებზე Rethinking the Future
გაიგე მეტი ...!
2020
ელექტრონული ხელოვნებისა და თავისუფალი ტექნოლოგიების ფესტივალი

აპლიკაციების მიღება ელექტრონული ხელოვნებისა და თავისუფალი ტექნოლოგიების ფესტივალისთვის

გაიგე მეტი ...!
2020
კორონავირუსის გავლენა კინოიდუსტრიაზე

ინფორმაცია კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმებული ან გადავადებული კინოფესტივალების შესახებ

გაიგე მეტი ...!
2020
კონკურსი: კულტურის და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით

კონკურსის წინაპირობა

პროგრამის „ შემოქმედებითი ევროპა“ 2020 წლის შემდეგი ეტაპისათვის ევროკომისიის მიერ შემუშავებელი იქნა „შემოქმედებითი ინოვაციების ლაბორატორიების“ შექმნის იდეა, რომლის მიზანი იქნება ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის ინტერდისციპლინალური ურთიერთთანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამ იდეისა და დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ჩატარებული ვორკშოფების საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა საპილოტე კონკურსი. „კულტურისა და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით“. ევროკავშირი ეძებს ისეთ პროექტებს რომელთა მიზანი არის სექტორთაშორისი ურთიერთთანამშრომლობის შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის მხარდაჭერა წარმოადგენს. იგი მხარს უჭერს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შემვეობით კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების ურთიერთთანამშრომლობას.

რას უჭერს მხარს დაფინანსების ეს სქემა?

ევროკომისიამ გამოაცხადა მეორე საპილოტე კონკურსი: „კულტურისა და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით“ (Bridging Culture and Audiovisual Content through Digital) კულტურისა და აუდიოვიზუალური ინსტიტუციებისათვის.

მხარდაჭერას მიიღებენ პროექტები, რომლებიც აუდიოვიზუალურ და ციფრულ ტექნოლოგიებს მუზუმების, ცოცხალი ღონისძიებებისა და კულტურული მემკვიდრეობისათვის გამოიყენებენ. კონკურსის სპეციფიკა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით კულტურული და აუდიოვიზუალური შინაარსების დაკავშირებას ითვალისწინებს. დაფინანსებას მიიღებენ პროექტები:

  • რომლებიც კულტურული, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გზაჯვარედინზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან ახალ ინოვაციურ ფორმატს, როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR)
  • ხელს უწყობენ სექტორთაშორისო ინოვაციურ მიდგომებსა და ქმნიან ინსტრუმენტებს კულტურისა და შემოქმედებითი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის, განვითარების, პოპულარიზაციის, დისტრიბუციისა ან მონეტიზაციისთვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსზე პროექტის წარდგენა შეუძლიათ მინიმუმ 3 იურიდიული პირისგან შემდგარ კონსორციუმებს, პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ ჩართული 3 სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალურ სექტორებში პროფესიული გამოცდილებით.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები (ღონისძიებები) გაზიარებულ უნდა იქნას დაინტერესებულ პირებთან (პარტნიორებთან) და გადაწყვეტილების მქონე პირებთან, საჯარო ვორკშოფებისა და ჩატარებული ღონისძიებების გავლენების შეფასების ორგანიზების მეშვეობით.

პარტნიორების მოძიების ონლაინ პორტალი  დაინტერესებულ ორგანიზაციებს დახმარებას გაგიწევთ თქვენი პროექტისათვის პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებაში.

რა ტიპის პროექტები დაფინანსდა წინა კონკურში?

„შემოქმედებითი ევროპის“ მიერ 2019 წლის კონკურსში 

8 პროექტი იქნა დაფინანსებული.

პროექტების ჩამონათვალი:

  • IMZ (AT) Digital Cross Over, € 192 000.00
  • EDEON Programmes SA (FR) Offre immersive d’exposition et d’experience VR € 175 000.00
  • SPACE GMBH (DE) The link €175 000.00
  • Ticketing Group BV (NL) Venue Insights for Cultural Empowerment €258 550.00
  • Universidade Do Minho (PT) Heritage Within € 244 106.44
  • Fondazione Belvedere-Gschwent (IT) The Rude Awakening – a multimedia Journey in the Footsteps of Frontline Soldiers’ Everyday Life € 204 000.00
  • De Vlaamse Redio en Televisieomroeporganisatie NV (BE) Real Heroes € 240 000.00
  • Atlantis Symvouleftiki Anonymi Etaireia Atlantis Consulting SA (EL) Time Capsules at the Bottom of the Sea €213 986.00

 

კონკურსზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია:

2020 წლის 14 მაისი  17. 00 სთ.(ბრიუსელის დროით)

გაიგე მეტი ...!
2020
ლიტერატურული თარგმანების კონკურსი 2020

 

გამოცხადდა Შემოქმედებითი ევროპის ლიტერატურული Თარგმანების კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გამომცემლობებს
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია 3-10 ლიტერატურული ნამუშევარის თარგმნა, გამოცემა და გავრცელება
პროგრამა აფინანსებს 2 წლიან პროექტებს

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 მაისი

დეტალური ინფორმაცია 👉 https://ec.europa.eu/…/opportu…/topic-details/crea-cult-lit1

გაიგე მეტი ...!
2020
CineDOC - Tbilisi 2020

დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის, CineDOC - Tbilisi მერვე გამოშვება, დაგეგმილი 2020 წლის 23-27 აპრილს, კორონა ვირუსის გამო შექმნილი სიტუაციის გამო გადაიდო

გაიგე მეტი ...!
2020
კინოფესტივალების მხარდაჭერა

📢 აუდიოვიზუალური სექტორის ორგანიზაციებისა და
პროფესიონალების საყურადღებოდ!!!
შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამაში გამოცხადდა შემდეგი კონკურსები:

** კინოფესტივალების მხარდაჭერა (კონკურსი ცხადდება 2 ეტაპად)
I ეტაპი - ფესტივალებისათვის ( რომლებიც მაისიდან - ოქტომბრის თვეების შუალედში ტარდება) განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ნოემბერი 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)
II ეტაპი - ფესტივალებისათვის ( ნოემბერიდან - აპრილის თვეების შუალედში) განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2020 წლის 23 აპრილის ჩათვლით, 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

* ბაზრების ხელშეწყობა - განაცხადის შეტანის ბოლო
ვადაა 2020 წლის 6 თებერვლი, 17. 00 სთ. (ბრიუსელის
დროით)

* კინოგანათლება - განაცხადის შეტანა შესაძლებელია
2020 წლის 12. მარტის ჩათვლით, 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

👉 სრული ინფორმაცია იხილეთ: https://europa.eu/!Gt33Fj

გაიგე მეტი ...!
2020
Music Loves Europe - Open Call

📢🎼 შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამაში მუსიკის პროფესიონალებისათვის Music Loves Europe ფარგლებში გამოცხადდა ახალი კონკურსი სახელწოდებით: Study on health and well being of music creators.
კონკურსის მიზანია მუსიკოსთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კვლევის ჩატარება, იმ სპეციფიკური რისკების გათვალისწინებით, რომლებიც პროფესიონალი მუსიკოსების ჯანმრთელობაზე ახდენენ ზეგავლენას.

განაცხადების შეტანა 2020 წლის 3 თებერვლამდეა შესაძლებელი.

👇დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

 
 
 
 
 
გაიგე მეტი ...!
2020
BACK TO BASICS

📣საინტერესო შესაძლებლობა ხელოვანებისთბის

⚡️2020 წლის ზაფხულში, ფინეთში, გაიმართება ინტენსიური რეზიდენციის პროგრამა Back to Basics

⚡️განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 9 იანვარი

მეტი ინფორმაცია 👉 https://arteles.org/residency.html

გაიგე მეტი ...!
2020
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

📢საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2020 წლისათვის აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია კინომემკვიდრეობის, კინოდისტრიბუციის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და კინოგანათლების მხარდაჭერა
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა იხილეთ: 👇
#GNFC

გაიგე მეტი ...!
2019 2019 2019 2019
2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2020 2019
Creative Europe for Music Sector

შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში და შემოქმედებითი ევროპის ირლანდიის დესკი გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს მუსიკის პროფესიონალებისთვის.

ღონისძიების განმავლობაში თქვენ მოისმენთ იმფორმაციას ევროკომისიის საპილოტე პროგრამის მუსიკა ამოძრავებს ევროპას შესახებ, ანგელა დორგანი გამართავს პრეზენტაციას First music Contact შესახებ, ხოლო დერმოტ ო კალაგანი ისაუბრებს პროექტის Sing Ireland შესახებ.

ამასთან ქეთი ლოურის შემოქმედებითი ევროპის ირლანდიის დესკის ხელმძღვანელი ისაუბრებს წარმატებულ ირლანდიურ პროექტებზე, რომლებმაც მიიღეს შემომქედებითი ევროპის დაფინანსება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხელოვანები გამოიყენებენ ამ ღონისძიებას, როგორც ირლანდიასთან თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობად.

გაიგე მეტი ...!
2019
Opportunities for Film Makers

ევროკავშირის, ევროპული კულტურის, შემოქმედებითი, კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" 2014- 2020
წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის 20ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2019 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო "რუმსის" მცირე საკონფერენციო დარბაზში გამართავს ღონისძიებას: " შემოქმედებითი ევროპა მედია- შესძლებლობები ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის"

გაიგე მეტი ...!
2019
ტრენინგი

📢რეჟისორებისა და სცენარის ავტორების საყურადღებოდ!!!
ანჟეი ვაიდას სტუდიის პროფესიონალური ინტენსიური ტრენინგების პროგრამის EKRAN+ 2020 გამოშვება ღიაა განაცხადების მისაღებად.
22 დღიანი ტრენინგში, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ფოკუსირებულია მომავალი ფილმის პროექტის ვიზუალურ ენაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეჟისორებსა და სცენარის ავტორებს.

განაცხადის შეტანა 2019 წლის 1. დეკემბრამდეა
შესაძლებელი.

👉აპლიკაციის ფორმის შესავსებად ეწვიეთ: www.ekranplus.eu

ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.

შეგახსენებთ, #EKRAN+ თანადამფინანსებელია Creative Europe Media

გაიგე მეტი ...!
2019
თანამშრომლობის პროექტები

 

📣გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის პროექტების კონკურსი 📌განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 27 ნოემბერი.

ℹ️მეტი ინფორმაცია 👉https://bit.ly/2nKgToj

გაიგე მეტი ...!
კონფერენცია LookingAheadEU2020
შემოქმედებითი ევროპის ონლაინ კონფერენცია რომლის ფარგლებშიც ევროპელი ექსპერტები ისაუბრებენ ახალი შესაძლებლობებსა და ხედვებზე კულტურის დაფინანსებისთვის Covid- 19 ის შემდგომ.
კონფერენცია Zoom Webinar ში ჩატრდება
ETC სახელოვნებო რეზიდენცია 2021

2021 წლის სახელოვნებო რეზიდენცია ETC წევრი თეატრებისთვის

ევროპელ კინორეჟისორთა ფედერაციის ონლაინ კონფერენციების სერია
 
პოდიუმ დისკუსია II
ევროპული კინოკულტურის მომავლის შესახებ
მიმდინარე კონკურსები
Cooperation Projects
Culture sub-programme

 Application deadline: 27 Nov 2019, 4:00PM

კონკურსი: კულტურის და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით

გამოცხადდა საპილოტე კონკურსი: კულტურის და აუდიოვიზუალური დარგების დაკავშირება დიგიტალური ტექნოლოგიებით

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 14 მაისი

ლიტერატურული თარგმანების კონკურსი

გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის ლიტერატურული თარგმანების კონკურსი

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 მაისი

გამარჯვებული პროექტები
Opera(e)Studio

Opera(e)Studio-მ, რომელიც Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერის თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს ერთობლივი პროექტია, კონკურსში გაიმარჯვა 2018 წელს, ხოლო მისი განხორციელება დაიგეგმა 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრამდე.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ევროპის ბაზარზე არსებული სტანდარტების  შესაბამისად. პროექტის კულმინაციაა თანაპროდუქცია - დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“, რომელიც ნაჩვენები იქნება პროექტში მონაწილე თეატრებში.

2019 წლის თებერვალში, საერთაშორისო მოსმენების შედეგად შეირჩა 10 ახალგაზრდა მომღერალი 7 ქვეყნიდან. კონკურსის წესით შეირჩა  სპექტაკლის „სიყვარულის ნექტარი“- ს სადადგმო ჯგუფიც.

პროექტის განხორციელების ეტაპები: ა). მოსმენების გამოცხადება სოციალურ ქსელებში, ოპერის თეატრებსა და სააგენტოებში; ბ). საერთაშორისო მოსმენების ჩატარება პროექტის მონაწილეების შესარჩევად (მადრიდი, ტენერიფე, თბილისი, ბოლონია); გ). რეზიდენცია ტენერიფეში - ერთთვიანი ინტენსიური კურსი ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებში; დ). პროფესიული მასტერკლასები მონაწილე მომღერლებისთვის სამივე ქვეყანაში; ე). ღია კარის დღეები ახალგაზრდებისთვის, კონცერტები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში სამივე ქვეყანაში; ვ). თანაპროდუქციის „სიყვარულის ნექტარი“ საპრემიერო სპექტაკლები ტენერიფეში, თბილისსა და ბოლონიაში.

ტენერიფეში აქტივობები ჩატარდა 2019 წლის 6 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით;

თბილისში ღონისძიებები განხორციელდა 2020 წლის 3 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო ბოლონიის თეატრში ამა წლის 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებები.

პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის შედეგად თეატრმა მიიღო მდიდარი გამოცდილება, როგორც დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ასევე ერთობლივ, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის კუთხით.

ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას

პროექტირს ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2016 - სექტემბერი 2018

დადგი შენი ქალაქი პარტნიორი თეატრების პროექტია ნენსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრის, Théâtre de la Manufacture ( საფრანგეთი), ბადენის სახელმწიფო თეატრის, კარლსრუე (გერმანია) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის (საქართველო). პროექტი ევროპული თეატრალური კონვენციის კო-პროდუქციაა და ხორციელდება ევროპული თეატრალური ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიებს. ევროპის თეატრალური ლაბორატორია ევრო-გაერთიანების შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ არის თანადაფინანსებული.

დადგი შენი ქალაქი ორ ტრენდის შერწყმაა, ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, მონაწილეობითი თეატრის. იგი იყენებს გაძლიერებულ (AR), შერეულ და ვირტუალურ რეალობას, 360 °-ანი ვიდეოს, თამაშების ელემენტებს და მოიცავს ქალაქის ტურს, სადაც მონაწილეებს მეგზურობას აპლიკაცია უწევს. მონაწილეობითი მიდგომა აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და თვითონაც იპოვოს გზა ამ მომავლის დისტოპიური ზღაპრიდან, სადაც ქალაქს ხელოვნური ინტელექტის ზიგმაგორას ბატონობა ემუქრება. მონაწილეები ინტერაქტიულად იკვლევენ თავიანთ ქალაქს და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებენ, როგორებიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, იდენტობა და სიყვარული.

სიახლეები
ევროპელ კინორეჟისორთა ფედერაციის ონლაინ კონფერენციების სერია
 
პოდიუმ დისკუსია II
ევროპული კინოკულტურის მომავლის შესახებ
გაიგე მეტი ...!
გზამკვლევი

ეს იმფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" მონაწილეობისათვის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში რომელიც პროექტის იდეიდან მისი წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიაროთ.

გაიგე მეტი ...!
სხვა პროგრამები და ორგანიზაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
გამარჯვებული პროექტები
გაეცანით პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" შესახებ ხშირად დასმულ კითხვების პასუხებს
გაიგე მეტი ...!
ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალურ სფეროში
გაიგე მეტი ...!