შემოქმედებითი ევროპა 2014-2020 წ.წ. წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 1, 46 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა ევროპული კულტურისა და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდასაჭერად შეიქმნა და აფინანსებს:
- ქვეპროგრამა
- ორგანიზაციის როლი
- წელი

რეჟისორებისა და კინოპროფესიონალებისათვის დოკუმენტური კინოპროექტების ინდივიდუალური სწავლების ტრენინგი - Film Mentoring program
თუკი დოკუმენტურ კინოპროექტზე მუშაობთ და გსურთ რომ ის საერთაშორისო დონის კინოექსპერტებთან განიხილოთ და მათთან ერთად განავითაროთ, მაშინ შეავსეთ განაცხადი გრძელვადიან ონლაინ პროგრამაზე.
პროექტის მთავარი ასპექტები:
პროფესიონალური კინოსწავლება ინდივიდუალური შეხვედრების საშუალებით;
საერთაშორისო, გამოცდილი ტუტორების მხრიდან საკვანძო რჩევების მიღება და გამოცდილებების გაზიარება, ჯგუფური სამუშაოების დახმარებით;
პროფესიული რჩევები და მიმართულებები თქვენი პროექტის სწორად განვითარებისათვის;
ვებინარები დოკუმენტური კინოს სხვადასხვა ასპექტების, რეჟისურისა და პროდიუსინგის შესახებ;
შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, რომ თავიანთი პროექტები, წამყვანი კინოფესტივალების, კინობაზრებისა და დოკუმენტური კინოს მიმართულებით მომუშავე ტელევიზიის წარმომადგენლების წინაშე წარადგინონ.
პროგრამა პირველ მარტს დაიწყება და 10 მაისამდე გაგრძელდება!
ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები და განაცხადის ფორმა გთხოვთ იხილოთ ბმულზე
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი!

ეს იმფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" მონაწილეობისათვის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში რომელიც პროექტის იდეიდან მისი წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიაროთ.