შემოქმედებითი ევროპის MEDIA მიმართულებაში გამოცხადებულია 2024 წლის საგრანტო კონკურსი: ევროპული კინოფესტივალების ქსელების ხელშეწყობა
კონკურსის მიზანს წარმოადგენს:
ევროპული კინოფესტივალების კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, ევროპული კინოსადმი მაყურებლის ინტერესის ამაღლების მიზნით.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 5 მილიონ 500 000 ევროს.
ფინანსდება პროექტის საერთო ღირებულების 90%.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონსორციუმებს (პროექტის კოორდინატორი + 3 პარტნიორი კინოფესტივალი)
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს
საპროექტო განაცხადები მიიღება 2024 წლის 11 აპრილის 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით) ჩათვლით.