გამოცხადდა ევროპული ფესტივალების ფონდის European Festivals Fund for Emerging Artists – EFFEA #3 საგრანტო კონკურსი
EFFEA შეიქმნა ფესტივალების ხელშესაწყობად და სთავაზობს დამწყებ ხელოვენებს საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
EFFEA სარეზიდენციო პროგრამა არტისტებისათვის რომელსაც ახორციელებს ერთი წამყვანი ფესტივალი მინიმუმ 2 პარტნიორ ფესტივალთან ერთად სხფასხვა ქვეყნებიდან. პროგრამა ეხმარება დამწყებ არტისტებს გაეცნონ ახალ იდეებს და შემოქედებით პროექტებს და აძლევს მათ სივრცეს, დროს და მხარდაჭერას. მიზანი არის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება არტისტების, ფესტივალებისა და აუდიოტორიის შორის. პროგრამა ითვალისწინებს 2 კატეგორიას:
- Discovery: Festivals (წამყვანი ფესტივალი + მინიმუმ 1 პარტნიორი ფესტივალი, სხვადასხვა ქვეყნებიდან) დამწყები არტისტი რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი და მზად არის საერთაშორისო სცენისათვის. რეზიდენცია უნდა ითვალისწინებდეს: ტრენინგებს/მენტორინგს/ქოუჩინგს, ადგილობრივ აუდიტორიასტან დაკავშირების მზარდაჭერას; პრეზენტაციებს წამყვან ფესტივალებზე; ვორქშოფებს (ონლაინ ან ფიზიკურ ფორმატში) რომელიც წარადგენს არტისტს ყველა მონაწილე ფესტივალის მინიმუმ 1 პროგრამერთან. ამ მიმართულებით გაიცემა 40 გრანტი €8,000 ევროს ოდენობით.
- Springboard: Festivals (წამყვანი ფესტივალი და მინიმუმ 2 პარტნიორი ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან)საკუთარ ქვეყანაში ანგაჟირებული არტისტები რომლებიც მზად არიან საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად. რეზიდენცია უნდა ითვალისწინებდეს ტრენინგებს, მენტორინგს ან ქოუჩინგს და სხვა მხარდაჭერას. წარმოების შედეგი ან პრეზენტაცია ყველა მონაწილე ფესტივალზე: არტისტების მიერ განხორციელებული მასტერკლასები ყველა მონაწილე ფესტივალის ფარგლებში. ამ მიმართულებით გაიცემა 10 გრანტი € 15,000 ევროს ოდენობით.
გაითვალისწინეთ, რომ EFFEA რეზიდენცია არ ითვალისწინებს ტურნეს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საგრანტო კონკურსი EFFEA #3 ყველა ფესტივალისათვის და არტისტისთვის რომელიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ფესტივალის მინიმუმ 1 გამოშვება არსებობს და არის დარეგისტრირებული FestivalFinder.eu პორტალზე დარეგისტრირდით აქ.
- ფესტივალი და არტისტი წარმოადგენენ შემდეგ ქვეყნებს: ევროკავშირის წევრი ქვეყნები; შემოქმედებითი ევროპის წევრი ქვეყნები; ასევე: ისრაელი, პალესტინა, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ მხოლოდ პარტნიორის როლში
- ფესტივალები და არტისტები, რომლებიც მუშაობენ შემდეგ დარგებში: არქიტექტურა, ბალეტი და თანამედროვე ცეკვა, ცირკი, დიზაინი/გამოყენებითი ხელოვნება, ციფრული არტი, კინო, ფოლკლორი, მემკვიდრეობა, ინტერდისციპლინარული, ლიტერატურა, მუსიკა, ოპერა, სტრიტარტი, თეატრი, ფოტოგრაფია/ვიდეო ხელოვნება, სკულპტურა და სხვა.
EFFEA საინფორმაციო სესიები
EFFEA საინფორმაციო, ნეთვორქინგ და კითხვა-პასუხის სესიებს. ყველა სესიისას გექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ პოტენციურ პარტნიორებს და არტისტებს.
- 26.01.2024 – დარეგისტრირდით
- 09.02.2024 – დარეგისტრირდით
- 01.03.2024 – დარეგისტრირდით