სახელოვნებო რეზიდენციის განსახორციელებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ:
კულტურულ ორგანიზაციებს შემოქმედებითი ევროპის ქვეყნებიდან (მაგ.: არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ფონდები, კომპანიები და სხვა):
შესაძლებელია უმასპინძლოთ 1-დან 5 ხელოვანს/კულტურის სფეროს წარმომადგენელს შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყნებიდან რეზიდენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც გრძელდებოდეს 22 დღიდან 300 დღემდე
მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად, ინდვიდულაური დამატებითი ხარჯების ჩათვლით (გამომდინარე პროექტიდან).
რეზიდენციის მასპინძლების მე-2 კონკურსზე განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია https://shorturl.at/qAC16