სახელოვნებო რეზიდენციის განსახორციელებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ:
კულტურულ ორგანიზაციებს შემოქმედებითი ევროპის ქვეყნებიდან (მაგ.: არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ფონდები, კომპანიები და სხვა):
შესაძლებელია უმასპინძლოთ 1-დან 5 ხელოვანს/კულტურის სფეროს წარმომადგენელს შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყნებიდან რეზიდენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც გრძელდებოდეს 22 დღიდან 180 დღემდე
მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად, ინდვიდულაური დამატებითი ხარჯების ჩათვლით (გამომდინარე პროექტიდან).
რეზიდენციის მასპინძლების მე-3 კონკურსზე განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2024 წლის15 მაისის ჩათვლით.
შეფასების კრიტერიუმები
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- აქვს თუ არა მასპინძელს (ჰოსტს) შესაბამისი პირობები (უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები, შესაბამისი აღჭურვილობა)?
- რამდენად კარგად არის აღწერილი მონაწილეების მიღების პროცესი?
- ითვალისწინებს თუ არა რეზიდენცია მენტორინგსა და თანამშრომლობით აქტივობებს?
- ემთხვევა თუ არა რეზიდენციის პროექტი განმცხადებლის პროფილს და Culture Moves Europe-ის მიზნებს?
- აქვს თუ არა რეზიდენციის პროექტს გრძელვადიანი შედეგი?
- ითვალისწინებს თუ არა პროექტიმდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის პრონციპებს?