შემოქმედებითი ევროპა

გეხმარებით ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ დაფინანსების მოძიებაში

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი ქართული კულტურის, აუდიოვიზუალური და შემოქმედებითი/სახელოვნებო სფეროს პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს/ინსტიტუციებს აწვდის სრულ ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ შესახებ.

კულტურა

კულტურის მიმართულება მოიცავს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ყველა სფეროს, გარდა აუდიოვიზუალური და კინო სექტორისა. მიმართულება მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ფართო სპექტრს და ასევე უწყობს ხელს თანამშრომლობას კულტურულ ორგანიზაციებსა და ხელოვანებს შორის.

მედია

მედია/აუდიოვიზუალური მიმართულება, მხარს უჭერს ევროპულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიებს და ამასთან ერთად ტრენინგებით ეხმარება პროფესიონალებს პროექტის განვითარებაში, დისტრიბუციასა და პოპულარიზაციაში.

სექტორთაშორისო

სექტორთა შორისი მიმართულების მიზანს წარმოადგენს კულტურის, აუდიოვიზუალურ და შემოქმედებით სექტორებს (CCS) შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათ წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ გადაჭრისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში.

Search
Search