მედია მიმართულება

მედია/აუდიოვიზუალური მიმართულება, მხარს უჭერს ევროპულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიებს და ამასთან ერთად ტრენინგებით ეხმარება პროფესიონალებს პროექტის განვითარებაში, დისტრიბუციასა და პოპულარიზაციაში.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მობილურობის, პროფესიონალური ქსელებისა და აუდიოვიზუალური და კინო ბაზრის გაფართოების მიზნით მედია მიმართულება ორიენტირებული არის ევროპული პროექტების მხარდაჭერაზე.

ევროპული აუდიოვიზუალური ინდუსტრიის მდგრადობისა და ინკლუზიურობის მიზნით  მედია  ასევე უწყობს ხელს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.

მედია მიმართულება შედგება დაფინასების შემდეგი სქემებისაგან, რომლებსაც ასევე ეწოდება კლასტერები:

ბიზნესის კლასტერი

მოიცავს დაფინანსების 4 სქემას, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტის განვითარებასა და წარმოებას, თანამშრომლობას და ინოვაციას:

– European Co-Development/ ევროპული თანა-განვითარება

– European Slate and Mini-Slate Funding/ ევროპული Slate და მინი-Slate დაფინანსება

– TV & Online Content/ სატელევიზიო და Online პროექტები

– Video Games Development/ ვიდეო თამაშების განვითარება 

იხილე სრულად

შინაარსის კლასტერი

შედგება დაფინანსების 4 სქემისაგან, რომლებიც მხარს უჭერენ ბიზნესის ინოვაციას, მასშტაბურობას, კონკურენტუნარიანობასა და ევროპელ ტალანტებს:

– Training Providers that foster European Talents and Skills/ევროპული ტალანტების უნარების ხელშეწყობა

– Markets & Networking / ბაზრებისა და ქსელების დაფინანსება

– European Film Distribution and Sales/ ევროპული ფილმების დისტრიბუცია და გაყიდვები

– Innovative Tools & Business Models/ ინოვაციური ინსტრუმენტები & ბიზნეს მოდელები

იხილე სრულად

აუდიტორიის კლასტერი

მოიცავს დაფინანსების 5 სქემას, რომელთა მიზანი ევროპული კინოს ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა:

– Films on the Move/ ფილმები მოძრაობაში

– European Film Festivals & Networks/ევროპული კინოფესტივალები & ევროპული კინოფესტივალების ქსელები

– Networks of European Cinemas/ ევროპული კინოთეატრების ქსელები

– Audience Development & Film Education Initiatives/ აუდიტორიის განვითარება & კინო განათლება

– European VOD Networks &Operators/ ევროპული VOD ქსელები & ოპერატორები

იხილე სრულად

პოლიტიკის კლასტერი

ცნობიერების ამაღლებისა აქტიურობების

და მისი განხორციელებისთვის რელევანტური ფორუმების,

კვლევებისა და მოხსენებების მხარდაჭერა

 

იხილე სრულად

საქართველო MEDIA მიმართულების ნაწილობრივი წევრია და განაცხადების შეტანა შეუძლია ქვემოთ ჩამოთვლილ დაფინანსების სქემებზე:

European Festivals / ევროპული კინო ფესტივალები

დაფინანსების სქემის მიზანია იმ ევროპული კინო ფესტივალების მხარდაჭერა, რომლებიც არაეროვნული ევროპული კინოს ხილვადობის ამაღლებასა და მაყურებელში პოპულარიზაციას, ასევე ევროპული კინომემკვიდროებით  აუდიტორიის დაინტერესებას უწყობენ ხელს.

პროექტის ბიუჯეტი ფესტივალზე ნაჩვენები ევროპული ფილმების რაოდენობაზეა  დამოკიდებული და  19 000 ევროდან 150 000 ევრომდე შეიძლება შეადგინოს.     

დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს

Networks of European Festivals / ევროპული კინო ფესტივალების ქსელები

დაფინანსების სქემის მიზანს წარმოადგენს ევროპული კინოფესტივალების კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროპული კინო ფესტივალების ქსელების საშუალებით, ევროპული კინოს მიმართ აუდიტორიისა და ფართე საზოგადოების ინტერესის ამაღლებისა და მთელს კონტინეტზე   ევროპული ფილმების უკეთესი მიმოქცევის მიზნით.   

საპროექტო განაცხადები შეაქვთ კონსორციუმებს (პროექტის კოორდინატორი+ მინიმუმ სამი პარტნიორი ქვეყანა)

Creative Europe MEDIA აფინანსებს პროექტის საერთო ღირებულების 90 %.

დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივობაა  24 თვე.

Audience Development and Film Education/ აუდიტორიის განვითარება და კინო განათლება

დაფინანსების სქემა ხელს უწყობს ევროპული კინო მემკვიდრეობის მიმართ აუდიტორიის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესის ამაღლებას ევროპული კინოსადმი. კინო საგანმანათლებლო აქტივობებში ახალგაზრდა აუდიტორიის ჩართულობას. ევროპული ფილმებისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მიმართ აუდიტორიის ინტერესის სტიმულირება, ევროპული კინოს შესახებ ცოდნის გაღრმავება, ევროპული ფილმების მასშტაბური გავრცელება, პან ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა.    

საპროექტო განაცხადების შეტანა შეუძლიათ კონსორციუმებს.

Creative Europe MEDIA აფინანსებს პროექტის საერთო ბიუჯეტის 70 %.

დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.

European MEDIA Talents & Skills

დაფინანსების სქემის, რომელიც Training სახელწოდებითაც არის ცნობილი, მიზანს წარმოადგენს კინო და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალების ნიჭისა და უნარების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერება აუდიოვიზუალური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის შემოქმედებითი და კომერციული პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით. ევროპული კინო და ა/ვ სექტორის ტრანსნაციონალური და საერთაშორისო ქმედითუნარიანობის გაძლიერება. სექტორის წარმომადგენელთა პროფესიული კომპეტენციისა და უნარების ხელშეწყობა ევროპულ კინო ინდუსტრიაში უკეთესი ინტეგრაციის მიზნით.

განაცხადების შეტანა ხდება კონსორციუმების მიერ.

Creative Europe MEDIA მიერ ფინანსდება პროექტის საერთო ბიუჯეტის 80%.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.

Get Trained/ შესაძლებლობები კინოს პროფესიონალებისათვის

Creative Europe MEDIA მხარს უჭერს სატრენინგო პროგრამებს კინოს ინდუსტრიის ყველა პროფესიის წარმომადგენლებისთვის: სცენარისა და ფილმის პროექტის განვითარებაში, წარმოებაში, პოსტ პროდუქციაში, დისტრიბუციასა და საფესტივალო თუ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში, კომპანიის მენეჯმენტსა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში.

Get Trained საშუალებას აძლევს Creative Europe MEDIA მიმართულების, წევრ ა/ვ პროფესიონალებს, მათ შორის საქართველოდან, აიმაღლონ პროფესიული კომპეტენცია და გახდნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე. სხვა და სხვა ფორმატისა და ხანგრძლივობის ტრენინგები, რამდენიმე დღიანი, კვირიანი თუ  გრძელვადიანი 12 თვემდე ტრენინგები მთელს ევროპაში ტარდება.

*გაითვალისწინეთ, რომ ქართველი მონაწილეებისთვის რიგ შემთხვევებში, როგორც მცირებიუჯეტიანი კინო ინდუსტრიული  ქვეყნის  წარმომადგენლებისთვის გაიცემა სტიპენდია, ასევე სტიპენდიები შეიძლება  გასცენ სასწავლო ორგანიზაციებმა ან რეგიონალურმა  თუ ეროვნული  ხელისუფლებამ.

Creative Europe MEDIA Training Guide

Search
Search