გაზარდეთ თქვენი ფესტივალის ხილვადობა -დარეგისტრირდით FestivalFinder.eu პლატფორმაზე!

გინდათ თქვენი ფესტივალის პოპულარიზაცია ევროპული და საერთაშორისო აუდიტორიისთვის? გინდათ დაუკავშირდეთ ათასობით ფესტივალს 45 ევროპულ ქვეყანაში ? FestivalFinder.eu, ევროპული ფესტივალების ასოციაციის (EFA) ონლაინ პლატფორმა, შესანიშნავი ინსტრუმენტია თქვენი ღონისძიების პოპულარიზაციისთვის, პარტნიორების მოსაძიებლად და საერთაშორისო აუდიტორიის დასაინტერესებლად.

რატომ ღირს FestivalFinder.eu-ზე დარეგისტრირება?

✅ გაამრავალფეროვეთ და გაზარდეთ თქვენი აუდიტორია – აჩვენეთ თქვენი ფესტივალი ევროპელ მაყურებელს, მუსიკოსებს, ჟურნალისტებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს.

✅ იპოვეთ ახალი პარტნიორები – გამოიყენეთ პლატფორმის ახალი თემატური ფუნქცია და დაუკავშირდით ფესტივალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისეთი საკითხებით როგორიც არის: გარემოს დაცვა, ახალგაზრდები, ციფრული ტექნოლოგიებით, ხელოვნული ინტელექტი, მიგრაცია, ინკლუზია და სხვა თემებით.

✅ მოიპოვეთ EFFE ლეიბლი – მიიღეთ EFFE ლეიბლი 2024-2025, რომელიც არის ევროპული ხარისხის სტანდარტი ხელოვნების, თანამეგობრობის, ჩართულობისა და საერთაშორისო ღიაობის სფეროში.

✅ გააზიარეთ თქვენი ისტორიები – მიიღეთ მონაწილეობა კამპანიებში, როგორიცაა Up to Green (ეკოლოგიური პრაქტიკები) და Count me in! (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია).

როგორ უნდა ჩაერთოთ?

დარეგისტრირდით ან განაახლეთ ინფორმაცია თქვენი ფესტივალის შესახებ FestivalFinder.eu-ზე

გააკეთეთ განაცხადი EFFE ლეიბლზე

იპოვეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროპის მასშტაბით

თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია გაეცანით ინსტრუქციების გვერდს ან დაუკავშირდით პლატფორმას – info@festivalfinder.eu.

შეუერთდით ევროპის ფესტივალების პლატფორმას!

🔗 FestivalFinder.eu-ს

FestivalFinder.eu ევროპული ფესტივალების ასოციაციის (EFA) ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხელს უწყობს ევროპის მრავალფეროვანი კულტურული სივრცის წარმოჩენას.

Search
Search