გამოცხადდა ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების საგრანტო კონკურსი

კონკურსის შესახებ

საგრანტო კონკურსის მიზანი არის ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა, გამოცემა, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას. 

როგორი პროექტები იღებენ დაფინანსებას?

თქვენი პროექტი უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მიზნებს:

  • ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტრანსნაციონალური მიმოქცევისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გავრცელებულ ენებზე შექმნილი ლიტერატურის პოპულარიზაცია
  • ფართო აუდიტორიისთვის კითხვის და ევროპული ლინგვისტური მრავალფეროვნების პოპულარიზაცი
  • ლიტერატურის მთარგმნელის პროფესიის მხარდაჭერა
  • წიგნის სექტორის კონკურენტუნარიონობის გაძლიერება სექტორში არსებული რგოლების თანამშრომლობის გაძლიერების გზით (გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები)

დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული კატეგორიის პროექტის წარდგენა:

მცირე ზომის პროექტებისაშუალო ზომის პროექტებიდიდი ზომის პროექტები
მინიმუმ 5 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი​
მინიმუმ 11 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი​მინიმუმ 21 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი​
გრანტის ოდენობა € 100 000გრანტის ოდენობა € 200 000გრანტის ოდენობა € 300 000
თანადაფინანსება – 60%თანადაფინანსება – 60%თანადაფინანსება – 60%
პრეფინანსირება – 80%პრეფინანსირება – 80%პრეფინანსირება – 80%
ხანგრძლივობა – მაქს, 36 თვეხანგრძლივობა – მაქს, 36 თვეხანგრძლივობა – მაქს, 36 თვე
1 აპლიკანტი და/ან კონსორციუმი1 აპლიკანტი და/ან კონსორციუმიმხოლოდ კონსორციუმი

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 15 ოქტომებრი 2024
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 29 იანვარი 17:00:00 CET (ბრიუსელის დრო)
პროექტების შეფასევის პერიოდი: თებერვალი-მაისი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ივლისი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: ოქტომბერი 2026

ბიუჯეტი

საგრანტო კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 5 000 000 ევროს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება საშუალოდ 40 პროექტი

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search