გამოცხადდა ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი არის ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა, გამოცემა, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას.  ლიტერატურული ნაწარმოებების იმპორტის სტრატეგიასთან ერთად დაფინანსების სქემა ასევე მოიცავს Business-to Business „ექსპორტის“ აქტივობებში.

პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:

  • ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტრანსნაციონალური მიმოქცევისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გამოყენებული ენებიდან ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ (კატალონიური) და იტალიურ ენებზე თარგმნა.
  • ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი აუდიტორიის წვდომა
  • წიგნის სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება
  • ინფორმაციის გავრცელება ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტირაჟის შესახებ

დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული მასშტაბის პროექტის წარდგენა:

მცირე მასშტაბის

5 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ევრო

საშუალო მასშტაბის

11 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსება 200 000 ევრო

დიდი მასშტაბის

21  სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების რაოდენობა 300 000 ევრო

დეტალური ინფორმაცია

Search
Search