გამოცხადდა საგრანტო კონკურსი Creative Innovation Lab 2026

🟢Creative Innovation Lab (CREA-CROSS-2026-INNOVLAB)
კონკურსის გამოცხადების თარიღი 2025 წლის 23 ოქტომბერი
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 23 აპრილი 17. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

კონკურსის შესახებ

კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს აუდიოვიზუალურ, კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს შორის ექსპერიმენტულ მიდგომებს და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით  წაახალისოს სექტორთა შორისო ურთიერთთანამშრომლობის ფორმები. ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების თანამშრომლობას.

ხელი შეუწყოს ევროპული აუდიოვიზუალური, კულტურული და შემოქმედებითი სექტორების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. მხარი დაუჭიროს მონაცემთა შეგროვებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. დაეხმაროს აუდიოვიზუალური, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების პროფესიონალებს ამ სექტორებში მიმდინარე ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევებისა და შესაძლებლობებისადმი ადაპტაციაში.

აამაღლოს ევროპული აუდიოვიზუალური და კულტურული კონტენტის ხილვადობა, ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნების გაზრდა ციფრულ ეპოქაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება აუდიოვიზუალური სფეროს გარდა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სფეროების,  მუსიკის, სამუზეუმო და საგამომცემლო  სფეროების პროფესიონალებს.  

კონკურსი მხარს დაუჭერს ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებას აუდიოვიზუალურ (სავალდებულო) და მუსიკის ან სამუზეუმო ან საგამომცემლო ურთიერთთანამშრომლობაში.

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 23 ოქტომებრი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წელის 23 აპრილი 17:00:00 CET (ბრიუსელის დრო)
პროექტების შეფასევის პერიოდი: მაისი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7 021 561 მილიონ ევროს

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 24 თვე

შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს პროექტის საერთო ღირებულების 80 %

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search