გამოცხადდა საგრანტო კონკურსი Networks of European Festivals

კონკურსის მიზანია:

  • ფესტივალების ქსელების მხარდაჭერა და გაძლიერება
  •  ევროპული ფილმების პოპულარიზაცია  
  • აუდიტორიის გაფართოება და მაყურებლის ინტერესის გაზრდა ევროპული კინოს მიმართ
  • ქსელში გაერთიანებულ ფესტივალებს შორის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილებების და ცოდნის გაზიარება
  • კონკურსი მხარს უჭერს ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას
  • მდგრადობასა და მრავალფეროვნებას

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პროგრამაში, Creative Europe MEDIA მიმართულებაში გაერთიანებულ ქვეყნებში არსებულ კინო ფესტივალებს.

  • ფესტივალების ქსელში უნდა შედიოდეს სულ ცოტა 4 სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალი (კოორდინატორი + 3 სხვადასხვა ფესტივალი)
  • ფესტივალის პროგრამა უნდა შედგებოდეს 50 % არა-ეროვნული (Creative Europe MEDIA ქვეყნების) ფილმებისაგან
  • ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ ცოტა 15 Creative Europe MEDIA ქვეყანა, მათ შორის მცირებიუჯეტიანი კინოინდუსტრიის ევროპული ქვეყნების ფილმები
  • ფესტივალმა კინო ინდუსტრიის პროფესიონალებს უნდა შესთავაზოს ინდუსტრიული ღონისძიებები ( ვოქშოფები, ტრენინგები და ა.შ.)
  • ფესტივალის ქსელის 20 % შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი ქვეყნის ფესტივალებით
  • ამასთან ფესტივალის ქსელში ისეთი ფესტივალებიც შეიძლება იყვნენ გაერთიანებული, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, თუმცა ისინი ვერ მიიღებენ MEDIA დაფინანსებას
  • საკონკურსო განაცხადს წარადგენს პროექტის კოორდინატორი, ასევე კოორდინატორი ანაწილებს თანხას ქსელის მონაწილე ფესტივალებზე( ე.წ.  Cascading Grants)

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 4 დეკემბერი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 აპრილი 17.00 საათამდე (ბრიუსელის დროით)
პროექტების შეფასევის პერიოდი: აპრილი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ევროს

შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს:  პროექტის საერთო ღირებულების 90 %

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search