კონკურსის მიზანი
აუდიოვიზუალური ინდუსტრიის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების, ინდუსტრიაში უკეთ ადაპტირების შესაძლებლობების ზრდისა და მენტორინგ პროგრამების (როგორც ფიზიკური, ასევე Online) ხელშეწყობა, კერძოდ:
- ახალი შემოქმედებითი პროცესები
შემოქმედებითი პროცესების ახლებური მიდგომა, ინოვაციური Storytelling და ღირებულებათა ჯაჭვში თანამშრომლობა კონკრეტულად ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის. პროექტის განვითარების, წარმოების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის ახალი ინსტრუმენტების შექმნა.
- ციფრული ტრანსფორმაცია
კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები, რომლებიც კინოსა და აუდიოვიზუალური დარგის პროფესიონალებს გაუადვილებთ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას.
მონაცემთა ანალიზის ოპტიმატიზაცია შემოქმედებით და პოსტ წარმოების პროცესების უკეთ წარმართვისათვის. ვირტუალური წარმოების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის ახალი გზების შესწავლა.
- ბაზრის განვითარება
მარკეტინგი, პოპულარიზაცია, აუდიტორიის ჩართულობა, შეფასების ახალი მოდელები. ბაზრის ახალ ტენდენციებთან და ახალ ბიზნეს მოდელებთან და მენეჯმენტთან ადაპტირება ( Remakes, Spin-Offs, Sequels და ა.შ.)
- მდგრადობა
ვის შეუძლია საპროექტო განაცხადის შეტანა
- ევროპულ კინოსა და ტელევიზიის სკოლებს
- უნივერსიტეტებს
- გაერთიენებებსა და ორგანიზაციებს
- ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კინოს პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე
- აუდიოვიზუალური სფეროს კერძო ორგანიზაციებს
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ ორგანიზაციებს, ასევე კონსორციუმებს
სამიზნე ჯგუფები
- ევროპელი & საერთაშორისო კინო და აუდივიზუალური ინდუსტრიის პროფესიონალები, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალები და სტარტაპები
- სასურველია ტრენინგებში მონაწილეების მრავალფეროვნება
- ტრენინგისთვის შერჩეული პროფესიონალების უმეტესობა უნდა წარმოადგენდნენ არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს
- ;პროგრამისათვის შერჩეულების 20% უნდა გაიცეს სტიპენდიები
ვადები
საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 9 დეკემბერი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი 17.00 საათამდე (ბრიუსელის დროით)
პროექტების შეფასევის პერიოდი: მაისი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 9 500 000 ევროს
შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს: პროექტის საერთო ღირებულების 80 %
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე