გამოცხადდა საგრანტო კონკურსი European Cooperation Projects 2026

საგრანტო კონკურსი დააფინანსებს ფართო სპექტრის პროექტებს, რომლებიც მოიცავს როგორც ხელოვანებს ასევე კულტურის სექტორის სხვადასხვა დარგების ინსტიტუციებს.


საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 60.27 მლნ. ევროს და ხელს შეუწყობს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიაზრებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და ევროპული შემოქმედებითი ნამუშევრების მიმოქცევას როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას და გავრცელებას.

მნიშვნელოვანი დეტალები

  • კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 150 პროექტი
  • კონკურსში მონაწილეობის დედლაინი არის 5 მაისი (17.00 CET)
  • მცირე ზომის პროექტები: მინ. 3 პარტნიორი/ 200 000 ევრო
  • საშუალო ზომის პროექტები: მინ. 5 პარტნიორი/ 1 000 000 ევრო

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

თანამშრომლობის პროექტები ღიაა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა დარგისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საგრანტო კონკურსი არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის მიმართულებაში მხოლოდ აუდიოვიაზუალური შინაარსის პროექტები ვერ განიხილება.

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search