Creative Europe 2021-2027 სექტორთა-შორის მიმართულებაში გამოცხადდა 2026 წლის შემდეგი კონკურსები:
1. NEWS-Media Literacy
კონკურსის გამოცხადების თარიღი 2025 წლის 23 ოქტომბერი
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 11 მარტის 17.00 სთ. (ბრიუსელის დროით)
კონკურსის მიზანია ინოვაციური მედიაწიგნიერების პროექტების ხელშეწყობა და მედია წიგნიერების პრაქტიკაში დანერგვა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში, მუდმივად ცვალებადი ციფრული მედიის ლანდშაფტის გამოწვევებთან მიმართებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონსორციუმებს, რომლებიც შედგება მინიმუმ სამი სუბიექტისგან, სულ მცირე სამი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის “ Creative Europe” სექტორთა შორის მიმართულებაში. კონსორციუმები შეიძლება მოიცავდეს კომერციულ და/ან არაკომერციულ ორგანიზაციებს:
- კერძო თუ საჯარო ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციები
- უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები
- მედია ორგანიზაციები
- კვლევითი და ტექნოლოგიური ინსტიტუტები
- ტექნოლოგიების მიმწოდებლები და ა.შ.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიონ ევროს
თითოეულ პროექტზე ორი წლის განმავლოაში გაიცემა მაქს. 500 000 ევრო.
Creative Europe აფინანსებს პროექტის საერთო ღირებულების 70 %.
🔗დეტალური ინფორმაცია
2. NEWS-Journalism Partnership-Pluralism
კონკურსის გამოცხადების თარიღი 2025 წლის 23 ოქტომბერი
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 4 თებერვლის 17.00 საათამდე (ბრიუსელის დროით)
კონკურსის მიზანია მედია მრავალფეროვნების, მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხელშეწყობა, რეგიონალურ და სათემო, საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და ახალ ამბებზე სპეციალიზირებულ სფეროებში.
კონკურსი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიის სფეროში აქტიურ შუამავალ ორგანიზაციებს. ორგანიზაციები ფინანსური მხარდაჭერით შეძლებენ დაფინანსების სქემების შექმნას მედიის იმ საინფორმაციო სექტორებისთვის, რომლებთაც ფინანსური დახმარება ჭირდებათ.
კონკურსში მონაწილეობა მიღება შეუძლიათ:
- მედია ასოციაციებს
- არასამთავრობო ორგანიზაციებს
- არაკომერციული ორგანიზაციებს
- ფონდებს
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს
- საერთაშორისო ორგანიზაციებს
- უნივერსიტეტებსა და კვლევითი ცენტრებს
- ჟურნალისტურ ფონდებს და მედიის პროფესიონალებზე ორიენტირებული სასწავლო ორგანიზაციებს და ა.შ.
საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ცალკეული ორგანიზაციებს, ასევე კონსორციუმებს.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 6.9 მილიონ ევროს.
თითოეულ პროექტზე გაიცემა მაქსიმუმ 2.5 მილიონი ევრო.
Creative Europe აფინანსებს პროექტის საერთო ღირებულების 90%.
🔗დეტალური ინფორმაცია
3. NEWS-Journalism Partnership-Collaborations
კონკურსის გამოცხადების თარიღი 2025 წლის 23 ოქტომბერი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 4 თებერვლის 17.00 სთ. (ბრიუსელის დროით)
კონკურსი მხარს უჭერს თანამშრომლობას იმ საინფორმაციო მედია ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ფოკუსირებული არიან ჟურნალისტურ პროექტებსა და ინოცავიურ ბიზნეს მოდელებზე.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული საინფორმაციო მედია სექტორის მდგრადობას ახალი ამბების მედია სექტორში არსებული გამოწვევების, მათ შორის, ფინანსური მდგრადობის მხარდასაჭერად.
კონკურსზე განაცხადების შეტანა შეუძლიათ კონსორციუმებს. კონსორციუმი უნდა აერთიანებდეს სამ სახვადასხვა ორგანიზაციას, პროგრამის Creative Europe მონაწილე სამი სხვადასხვა ქვეყნიდან.
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ არაკომერციულ საჯარო და კერძო მედია ორგანიზაციებს:
- ბეჭვდითი და Online
- რადიო და პოდკასტი
- ტელევიზიები
ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან საინფორმაციო მედიაზე
- მედია ასოციაციები
- ჟურნალისტური ასოციეციები
- ჟურნალისტური ფონდები
- მედია პროფესიონალების აღზრდაზე პრიენტირებული სასწავლო ორგანიზაციები
კონკურსის ბიუჟეტი შეადგენს 6.9 მილიონ ევროს.
თითოეულ პროექტზე გაიცემა მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო
Creative Europe აფინანსებს პროექტის ღირებულების 80 %.
🔗დეტალური ინფორმაცია