კონკურსის შესახებ
ინდივიდუალური მობილურობის კონკურსი მხარს უჭერს ხელოვანებსა და კულტურის სექტორის პროფესიონალებს, განახორციელონ პროექტები მათ მიერ შერჩეული პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანებში.
როგორი პროექტები იღებენ დაფინანსებას?
პროექტი უნდა განაცორციელოთ პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანაში. თქვენი პროექტი უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 2 მიზანს:
- შესწავლა: კვლევა, კონკრეტული საგანის შესწავლა ან ახალი მეთოდების გამოკვლევა.
- შექმნა: შემოქმედებით პროცესებში მონაწილეობა ახალი ნამუშევრების შექმნის მიზნით.
- სწავლა: კომპეტენციებისა და უნარების ამაღლება არაფორმალური განათლების გზით ან დარგის სპეციალისტთან თანამშრომლობით
- დაკავშირება: პროფესიული განვითარების გაძლიერება, ახალი აუდიტორიის მოძიება და ნეთვორქის განვითარება
პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც კოლეგა ხელოვანი, ასევე ორგანიზაცია/ინსტიტუცია მობილობის ქვეყანაში და სხვა. განაცხადის წარდგენის პროცესში აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახელით (5 ადამიანი) .
***მნიშვნელოვანია:*** Culture Moves Europe მობილობის კონკურსი არ ითვალისწინებს არსებული ნამუშევრების წარდგენას (გამოფენას). პროექტები, რომლებიც უბრალოდ გვთავაზობენ, უკვე შექმნილი ნამუშევრის გამოფენას ან შესრულებას, არ განიხილება. პროგრამა Culture Moves Europe შეიქმნა იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს ხელოვანთა მობილობას რომელთა მიზანი არის შექმნა, გაცვლა, ახალი კავშირების დამყარება და სწავლა საზღვრებს მიღმა.
სიახლეები
ხანგრძლივობა
პროექტის ხანგრძლივობა არის დანიშნულების ქვეყანაში გატარებული დღეების რაოდენობა პროექტის განსახორციელებლად:
პროექტის განხორციელება დანიშნულების ქვეყანაში უნდა იყოს შეუფერხებელი, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების გადანაწილება სხვადასხვა პერიოდზე არ არის შესაძლებელი.
- ინდივიდუალური მობილობა – 7-დან 40 დღემდე
- ჯგუფური მობილობა – 7-დან 14 დღემდე
პროექტის დაწყების ბოლო ვადა:
მობილობისა და პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია ყოველთვიური დედლაინის 60 დღის შემდეგ. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 30 აპრილისა. წარმატებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიში პროექტის განხორციელების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
რას ითვალისწინებს საგრანტო თანხა?
დაფინანსების სქემა ფარავს მგზავრობის, ყოველდღიურ და საცხოვრებელ ხარჯებს. ამის გარდა დაფინანსების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებაც არის შესაძლებელი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, აპლიკანტებზე, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები ან საჭიროებენ ვიზას). დაფინანსების სქემის უმთავრესი ამოცანა ხელოვანების მობილობის, მათი მოგზაურობების მხარდაჭერაა.
ყოველდღიურ და საცხოვრებელ ნორმები
75 ევრო დღეში. ეს თანხა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელ, შიდა გადაადგილების და სხვა ხარჯებს.
მგზავრობის ნორმები
მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე ნაკლები: 350 ევრო ერთ ადამიანზე ორი გზა.
მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე მეტი: 700 ევრო ადამიანზე ორი გზა.
მანძილი მონაწილის საცხოვრებელ ადგილსა და მასპინძლის ადგილს შორის ავტომატურად გამოითვლება ონლაინ განაცხადის ფორმაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ მანძილის კალკულატორი.
600 კმ-ზე ნაკლები დისტანციებზე, თვითმფრინავით მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის და კარგად გამართლებულ შემთხვევებში
მხარდაჭერა და „Top-up-ები“
მწვანე „Top-up-ი“
350 ევრო ერთ ადამიანზე იმ შემთხვევაში თუ არ იმგზავრებთ თვითმფრინავით (ორმხრივი). გამოიყენება მხოლოდ 600 კმ და მეტი დისტანციისთვის.
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ტერიტორიების ან ყველაზე შორეული რეგიონების „Top-up-ი“
150 ევრო ერთ ადამიანზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ან ყველაზე შორეულ რეგიონებში მოგზაურობისთვის.
ვიზა „Top-up-ი“
80 ევრო ერთ ადამიანზე სავიზო პროცესებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.
ოჯახის „Top-up-ი“
100 ევრო ერთ ადამიანზე 10 წლამდე ბავშვების მქონე პირებისთვის. თანხა ფიქსირებულია ბავშვების რაოდენობის მიუხედავად.
ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რათა დაეხმაროს კონკრეტული დამატებითი ხარჯების დაფარვას