გამოცხადდა Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის ახალი საგრანტო კონკურსი!

კონკურსის შესახებ

ინდივიდუალური მობილურობის კონკურსი მხარს უჭერს ხელოვანებსა და კულტურის სექტორის პროფესიონალებს, განახორციელონ პროექტები მათ მიერ შერჩეული პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანებში.

როგორი პროექტები იღებენ დაფინანსებას?

პროექტი უნდა განახორციელოთ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანაში. თქვენი პროექტი უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 2 მიზანს:

  • შესწავლა: კვლევა, კონკრეტული საგანის შესწავლა ან ახალი მეთოდების გამოკვლევა.
  • შექმნაშემოქმედებით პროცესებში მონაწილეობა ახალი ნამუშევრების შექმნის მიზნით.
  • სწავლა: კომპეტენციებისა და უნარების ამაღლება არაფორმალური განათლების გზით ან დარგის სპეციალისტთან თანამშრომლობით
  • დაკავშირება: პროფესიული განვითარების გაძლიერება, ახალი აუდიტორიის მოძიება და ნეთვორქის განვითარება

პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც კოლეგა ხელოვანი, ასევე ორგანიზაცია/ინსტიტუცია მობილობის ქვეყანაში და სხვა. განაცხადის წარდგენის პროცესში აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ მოწვევის წერილი.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახელით (5 ადამიანი) .

***მნიშვნელოვანია:***

მობილობის კონკურსი არ ითვალისწინებს არსებული ნამუშევრების წარდგენას (გამოფენას). პროექტები, რომლებიც უბრალოდ გვთავაზობენ, უკვე შექმნილი ნამუშევრის გამოფენას ან შესრულებას, არ განიხილება. 

პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს ხელოვანთა მობილობას რომელთა მიზანი არის ახალის შექმნა, გაცვლა, კავშირების დამყარება და სწავლა საზღვრებს მიღმა.

ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობა არის დანიშნულების ქვეყანაში გატარებული დღეების რაოდენობა:

პროექტის განხორციელება დანიშნულების ქვეყანაში უნდა იყოს შეუფერხებელი, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების გადანაწილება სხვადასხვა პერიოდზე არ არის შესაძლებელი.

  • ინდივიდუალური მობილობა –  7-დან  60 დღემდე
  • ჯგუფური მობილობა – 7-დან 21 დღემდე

პროექტების განხილვის პროცესი

  • თუ განაცხადის წარადგინეთ 2025წ. 14 ოქტომბერს.
  • ნოემბრის მერე, თქვენს განაცხადს განიხილავენ ყველა სხვა განაცხადთან ერთად, რომელიც განსახილველად ოქტომბერის თვეში შემოვიდა.
  • დეკემბრის ბოლო კვირისათვის მიიღებთ ინფორმაციას შედეგებზე. თუ თქვენი პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად უნდა გააფორმოთ საგრანტო ხელშეკრულება. (განხილვის პერიოდი – დედლაინიდან 8 კვირაში) 
  • მობილობა შეგიძლიათ დაიწყოთ მხოლოდ საგრანტო ხელშეკრილების ხელმოწერის შემდეგ. ასევე პროექტი უნდა დასრულდეს 2026 წლის 30 ივნისამდე 

რას ითვალისწინებს საგრანტო თანხა?

დაფინანსების სქემა ფარავს მგზავრობის, ყოველდღიურ და საცხოვრებელ ხარჯებს. დაფინანსების სქემის უმთავრესი ამოცანა ხელოვანების მობილობის, მათი მოგზაურობების მხარდაჭერაა.

ყოველდღიურ და საცხოვრებელ ნორმებს

85 ევრო დღეში. ეს თანხა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელ, შიდა გადაადგილების და სხვა ხარჯებს.

მგზავრობის ნორმები

მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე ნაკლები: 400 ევრო ერთ ადამიანზე ორი გზა.

მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე მეტი: 800 ევრო ადამიანზე ორი გზა.

დანამატები – „Top-up-ები“

მწვანე „Top-up-

400 ევრო თუ თქვენს საცხოვრებელ ადგილსა და დანიშნულების ადგილს შორის მანძილი მინიმუმ 600 კმ-ია და თვითმფრინავით არ იფრენთ.

საზღვარგარეთის ქვეყნები და ტერიტორიები (OCTs) და უკიდურესად პერიფერიული რეგიონები (ORs) „Top-up-

175 ევრო თუ ცხოვრობთ OCT/OR ან დანიშნულების ადგილი არის OCT/OR. 

ვიზა „Top-up-

120 ევრო ერთ ადამიანზე სავიზო პროცესებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.

ოჯახის „Top-up-

200 ევრო ბავშვზე თუ პროექტის განხორციელების დროს გყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რათა დაეხმაროს კონკრეტული დამატებითი ხარჯების დაფარვას. თუ გაქვთ დამატებითი ხარჯები – 30 ევრო დღეშითუ გჭირდებათ ასისტენტი/თარჯიმანი – 85 ევრო დღეში + 400 ევრო (ან პროფესიული სერვისი დაიფარება)

🔗 დეტალური ინფორმაცია

Search
Search