კონკურსის შესახებ
საგრანტო კონკურსი აფინანსებს რეზიდენციებს რომლებსაც უნდათ მიიღონ ხელოვანები და კულტურის სექტორის პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მუშაობენ სარეზიდენციო პროექტზე.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს 2 ფაზას:
ფაზა 1
განაცხადის წარდგენა რეზიდენციის პრეოქტის შესახევ, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს დაკუმენტაციას იურიდიული პირის შესახებ.
ფაზა 2
პირველ ფაზაში შერჩევის შემთხვევაში, აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ ხელოვანები და კულტურის სექტორის პროფესიონალები, რომლებიც გახდებიან რეზიდენტები და შემდგომ შეავსონ განაცხადის მეორე (საბოლოო) ნაწილი.
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?
იურიდიულ პირებს, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი და დაფუძნებული არიან შემოქმედებითი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებში და ტერიტორიებზე (OCTs) და უკიდურესად პერიფერიულ რეგიონებში (ORs)
- აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ სარეზიდენციო პროექტი შემოქედებითი ევროპის ქვეყნების არტისტებთან და კულტურის სექტორის პროფესიონალებთან ერთად
- განმცხადებელი უნდა წარმოადგენდეს შემდეგ სექტორებს: არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი და მოდის დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა, საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნება
რას გთავაზობთ რეზიდენციის გრანტი?
გრანტი გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას როგორცს ჰოსტს (რეზიდენციას) ასევე თითოეულ რეზიდენტს:
ჰოსტი
ფინანსური მზადჭერა – 50 ევრო დღეში თითო რეზიდენტზე
ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ფიქსირებული თანხა – 375 ევრო, 675 ევრი ან 1200 ევრო. დამოკუდებულია რეზიდენციის ხანგრძლივობაზე, დამატებითი ხარჯების დასაფარად
რეზიდენტი
ყოველდღიური ხარჯი – 30 ევრო დღეში
მგზავრობის ხარჯი:
- მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე ნაკლები: 400 ევრო ერთ ადამიანზე ორი გზა.
- მგზავრობის მანძილი 5000 კმ-ზე მეტი: 800 ევრო ადამიანზე ორი გზა.
***განაცხადის ფორმა ავტომატურად გამოითვლის მგზავრობის მანძილს.
ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ე.წ. Top-up-ები
რა გჭირდებათ განაცხადის წარსადგენად?
რეზიდენციის პროექტის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს 1-დან 5 რეზიდენტის მასპინძლობას. თქვენი კონცეფცია უნდა პასუხობდეს პროგრამის მიზნებიდან 2-ს: შესწავლა, შექმნა, სწავლა, დაკავშირება
რეზიდენციის პროექტის განხორციელებისა და ადეკვატური საცხოვრებლისა და სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
მინიმუმ ერთი მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს მხატვრულ ხელმძღვანელობას
დამხმარე დოკუმენტაცია
- იურიდიული პირის დამადასტურებელი საბუთი
- იურიდიული პირის მხატვრული პორტფოლიო ან სარეკლამო ანგარიში
- მენტორების მოკლე რეზიუმე (CV)
თუ განაცხადი შეირჩევა და მეორე ფაზაში გადავა, აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ რეზიდენციის საინფორმაციო ბარათი, რომელშიც შევა ინფორმაცია თითოეული შერჩეული რეზიდენტის შესახებ. ბარათი მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა რეზიდენტების ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მოკლე რეზიუმე (CV), მხატვრული და შემოქმედებითი პორტფოლიო და რეზიდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტი.
ვადები
საგრანტო კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 15 დეკემბრიდან 2026 წლის 16 მარტამდე
ყველა განაცხადი განიხილება ერთდროულად დედლაინის შემდეგ.
შეფასება და შერჩევა
ორი დამოუკიდებელი ექსპერტი შეაფასებს განაცხადებს.
შემდეგ ჟიური, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ადამიანისგან (ევროკომისიისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები), შეარჩევს რეზიდენციის პროექტებს, რომლებიც მიიღებენ მხარდაჭერას Culture Moves Europe-ისგან. ამისათვის ისინი გაითვალისწინებენ ექსპერტების ქულებს, პროექტის ხანგრძლივობას, ასევე სხვა კრიტერიუმებს, როგორიცაა გეოგრაფიული და სექტორული ბალანსი და სხვა ინკლუზიური ასპექტები.
ყველა აპლიკანტი მიიღებს ინფორმაციას შედეგების შესახებ გოეთეს განაცხადის პორტალში 2026 წლის 5 მაისამდე.
წარმატების შემთხვევაში, ჰოსტებს შეუძლიათ გადავიდნენ მე-2 ფაზაში, სადაც ისინი ირჩევენ თავიანთ რეზიდენტებს და წარადგენენ რეზიდენციის საინფორმაციო ბარათს. ეს შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ დროს 2026 წლის 5 მაისიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე.
რეზიდენციის პროექტის დაწყების ყველაზე ადრეული ვადაა 2026 წლის 8 ივნისი.