ევროპული ქსელების კონკურსი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერების არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებული ქსელები:
- აკავშირებს პროფესიულ ორგანიზაციებს ევროპისა და მისი ფარგლების მიღმა
- აგროვებს და ავრცელებს მონაცემებს, ინფორმაციებს, გამოცდილებებს, იდეებს, გადაწყვეტილებებს
- სთავაზობს პროფესიონალებს ტრენინგებსა და რჩევებს
- ადვოკატირებას უწევს სექტორს პროფესიულ საკითხებში
მხარს უჭერს პროექტებს, რომლებსაც ახორციელებენ ევროპული კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლობითი, მრავალეროვნული, წევრობაზე დაფუძნებული კულტურული ორგანიზაციების ქსელები, რომლებიც მოიცავს შემოქმედებით ევროპაში გაერთიანებული ქვეყნების ფართე სპექტრს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 30 ქსელი რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში პროფესიულ განვითარებასა და თანამშრომლობას.
კონკურსის ბიუჯეტი – €39.7 მლნ ევროს
ევროპული ქსელი ითვალისწინებს 5 ძირითად პრიორიტეტს:
- ხელოვანები და კულტურის სექტორის პროფესიონალები: კულტურის და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერება (მათ შორის ხელოვანების ანაზღაურება)
- კულტურა ადამიანებისათვის: კულტურული თანამონაწილეობა & კულტურის როლი (მათ შორის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა)
- კულტურა პლანეტისთვის: კულტურის ძალის გამოვლენა (ევროპული მწვანე გარიგება)
- კულტურა თანამშრომლობისათის: ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კულტურული განზომილება
- კულტურა დიგიტალური ტრანსფორმაციისათვის: კულტურის სექტორის მხარდაჭერა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 2024 წლის 7 მარტი