ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2026

ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2026 

გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2025 წლის 9 სექტემბრამდე #EuropeanHeritageAwards

როგორც ინდივიდუალური პირი ან ორგანიზაცია ჩართული ხართ კულტურული მემკვიდრეობის პროექტში, რომელიც იმსახურებს ევროპულ აღიარებას?

ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/„ევროპა ნოსტრას ჯილდო – 2026“ მზად არის განაცხადების მისაღებად!
ეს არის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ თქვენი გამორჩეული წვლილი კულტურულ მემკვიდრეობაში და იბრძოლოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრიზების მოსაპოვებლად ამ სფეროში.

 ჯილდოები გაიცემა გამორჩეული მიღწევებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონსერვაციასა და კვლევაში, ასევე, ამ უკანასკნელის პოპულარიზაციაში. ისინი მოიცავენ მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობის სხვადასხვა კატეგორიებსა და პროექტებს.

განაცხადები მიიღება შემდეგ 5 კატეგორიაში:

  • კონსერვაცია და განახლებული / ადაპტირებული გამოყენება
  • კვლევა
  • განათლება, სწავლება და უნარები
  • მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
  • კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები

პრიზების პროგრამა დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ ახორციელებს Europa Nostra

 ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო ფინანსდება ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ.

რატომ უნდა შეიტანოთ განაცხადი?

ჯილდოს მოგება მოიცავს:

სარგებელს: მოიპოვებთ ევროპულ აღიარებას, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე თქვენს შესახებ ცნობიერება ამაღლდება, ვიზიტორთა რაოდენობისა და/ან დაფინანსების შემდგომი შესაძლებლობები გაგეზრდებათ.

ფულად პრიზებს: გექნებათ შანსი მოიგოთ 10 000 ევროს ოდენობის გრან-პრი და დამატებით 10 000 ევროს ოდენობის “ხალხის რჩეულის ჯილდო”.

პროფესიულ ქსელებთან დაკავშირებას: შეუერთდებით მემკვიდრეობის პროფესიონალების, ექსპერტებისა და ენთუზიასტების ევროპულ ქსელებს.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ნამუშევარი ყურადღების ცენტრში მოექცეს და თქვენი მიღწევები ევროპის მასშტაბით იქნას გაზიარებული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ონლაინ განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ:
www.europeanheritageawards.eu

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 9 სექტემბერი.

გაავრცელეთ ინფორმაცია:
იცნობთ ვინმეს, ვინც ღირსეული კანდიდატია განაცხადის შესატანად ჯილდოებზე? გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას და დაგვეხმარეთ, ხმა მივაწვდინოთ მეტ კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონს

🔗 www.europeanheritageawards.eu
#EuropeanHeritageAwards

Search
Search