საგრანტო კონკურსი დააფინანსებს ფართო სპექტრის პროექტებს, რომლებიც მოიცავს როგორც ხელოვანებს ასევე კულტურის სექტორის სხვადასხვა დარგების ინსტიტუციებს.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 60 მლნ. ევროს და ხელს შეუწყობს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიაზრებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და ევროპული კონტენტიც მიმოქცევას როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას და გავრცელებას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 130 პროექტი
კონკურსში მონაწილეობის დედლაინი არის 13 მაისი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
თანამშრომლობის პროექტები ღიაა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა დარგისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საგრანტო კონკურსი არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის მიმართულებაში მხოლოდ აუდიოვიაზუალური შინაარსის პროექტები ვერ განიხილება.
თანამშრომლობის პროექტები იყოფა 3 კატეგორიად:
მცირე მოცულობის | საშუალო მოცულობის | დიდი მოცულობის |
3 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 3 ორგანიზაცია | 5 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 5 ორგანიზაცია | 10 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 10 ორგანიზაცია |
გრანტის ორდენობა € 200 000 | გრანტის ორდენობა € 100 000 000 | გრანტის ორდენობა € 200 000 000 |
თანადაფინანსება – 80% | თანადაფინანსება – 70% | თანადაფინანსება – 60% |