2030 წელს, კულტურის ევროპული დედაქალაქის წოდება მიენიჭება ევროკავშირის ჩარჩო-პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ ჩართულ, EFTA/EEA-ს ქვეყნის, ევროკავშირის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქს.
ამ მიზნით, გამოცხადდა კონკურსი, სადაც განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
დამატებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქალაქებმა, DG EAC-ს განაცხადის გაკეთების განზრახვის (intention) შესახებაც უნდა აცნობონ, კონკურსის დასრულებამდე სულ მცირე 1 თვით ადრე (2024 წლის 16 სექტემბრამდე), ელ. ფოსტის საშუალებით (შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: EAC-ECOC@ec.europa.eu;).
შერჩევის პროცესი ორ ნაწილად წარიმართება:
- წინა-შერჩევის ფაზა (2024 წლის ბოლო ან 2025 წლის დასაწყისი) – შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი (short-list)
- შერჩევის ფაზა (2025 წლის შემოდგომა) – კულტურის ევროპული დედაქალაქის
წოდების მისაღებად შეირჩევა ერთი ქალაქი.
„კულტურის ევროპული დედაქალაქი“
„კულტურის ევროპული დედაქალაქის“ წოდების მიღება შეუწყობს ხელს ქალაქის სოციო-ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ეს წოდება ძლიერი ინსტრუმენტია ქალაქისა და რეგიონის რეგენერაციისა და კულტურული ცხოვრების ახალი სიცოცხლის უნარიანობის ამაღლების და სოციალური ერთიანობის განმტკიცების თვალსაზრისით, როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.