მოიძიეთ პარტნიორები შემოქემდებითი ევროპის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

როგორც იცით შემოქმედებითი ევროპის კულტურის მიმართულების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის თანამშრომლობა პროგრამის წევრი 40 ქვეყნდან სულ მცირე 2 ქვეყნის ინსტიტუციებთან/ორგანიზაციებთან.

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხარისხი არის ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ძლიერი პროექტის წარსადგენად ასევე შემდგომში მისი განხორციელებისათვის.

პარტნიორების მოძიების გზები:

შემოქმედებითი ევროპის საგრანტო კონკურსების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოცხადდება სექტემბერი-ოქტომბერის პერიოდში. თუმცა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკების დაწყება.

შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში გეხმარებათ პარტნიორთა მოძიების პროცესში. დაგვიკავშირდით და გამოგიგზავნით პარტნიორთა მოძიების მარტივ ფორმას, რომელიც გაეგზავნება პროგრამი მონაწილე ყველა ქვეყნის დესკს.

📧 info@creativeeurope.ge

Search
Search